• რეკლამა
  • კონტაქტი
21:23, კვირა, 4 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად გაქრა ვანო მერაბიშვილი და რა “სიურპრიზს” ამზადებს სააკაშვილი?

ალია ავტორი - ალია
17:13 03-16-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
120

ხელისუფლება და ოპოზიცია კი შეთანხმდა, რომ არჩევნები 120/30 და 1%-იანი ბარიერის პრინციპით ჩატარდება, მაგრამ ამ ცვლილებას საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება და რამდენად დაუჭერს მხარს პარლამენტში უკვე დარეგისტრირებულ კანონს ცალკე უმრავლესობა და ცალკე საპარლამენტო უმცირესობა, სხვა საკითხია. არავინ მალავს, რომ უმრავლესობის დეპუტატთა უმრავლესობას კანონი არ მოსწონს, რადგან 73 მანდატი ადვილი გადასანაწილებელი იყო, ახლა კი, ეს ციფრი ორჯერ და უფრო მეტჯერაც არის შემცირებული და ყველა ხვდება, რომ მაჟორიტარობა კი არა, სიაში მოხვედრაა მთავარი, ოღონდ გამსვლელ სიაში, იქ კი ადგილები ძალიან, ძალიან შეზღუდულია.

აჟიოტაჟია ოპოზიციაშიც. მარტო ის რად ღირს, რომ ციხიდან ზარ-ზეიმით გამოსული და ხმაურიანი განცხადებების მკეთებელი ვანო მერაბიშვილი უბრალოდ გაქრა. ჰო, გაქრა პოლიტიკური ასპარეზიდან და მისი არსებობა თითქოს არც არავის ახსოვს. არადა, ვანო ერთ-ერთი მთავარი მოთამაშე უნდა ყოფილიყო, მაგრამ მას არც ნაციონალურმა მოძრაობამ დაახია კალთები, ევროპულმა საქართველომაც ხელი დაიბანა და ვანომაც იძულებითი ტაიმ-აუტის აღება გადაწყვიტა. მას არ ეძახიან ოპოზიციის ლიდერთა შეხვედრებზე, არ ეკითხებიან აზრს, ანუ ოპოზიცია მის გარეშე ლაგდება, რაც წესით მერაბიშვილს არ უნდა აწყობდეს. ერთადერთი, რითაც ციხიდან გამოსვლის შემდეგ მერაბიშვილს შეუძლია იამაყოს, ის გახლავთ, რომ მის ირგვლივ ყოფილი ძალოვნები პრაქტიკულად უთქმელად გაერთიანდნენ, მის მიმართ გულგრილი არც ბევრი მოქმედი ძალოვანი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მერაბიშვილი ოპოზიციამ უპირობო ლიდერად გამოაცხადოს. ამას გარდა, საბანს თავისკენ ექაჩება მიხეილ სააკაშვილი. კორონავირუსის გამო, დიდი ეფექტი ვერც მისმა ახალმა შტაბმა მოახდინა, რადგან იქ სიარულს ახალგაზრდები ერიდებიან და მიშას ყოველდღიურმა ჩართვებმაც აქტუალობა დაკარგა. ამის მიუხედავად, სააკაშვილს ისეთი რამ აქვს გამზადებული, ბევრისთვის შესაძლოა უდიდესი სიურპრიზი აღმოჩნდეს.


მარტივ რამეს გიამბობთ – წინა და მოქმედი ხელისუფლების პირობებში, თითქმის შეუძლებელი იყო ოპოზიციური პარტიისთვის ოფისის ქირაობა. განსაკუთრებით ნაციონალების ზეობის დროს, ფართის მფლობელებს იბარებდნენ და მკაცრად აფრთხილებდნენ, რომ ოპოზიციისთვის ფართის მიცემა მათთვის სერიოზული პრობლემა გახდებოდა და ამიტ ომ, მაშინ ოპოზიცია ან საველე პირობებში მუშაობდა, ანაც ფართში სამმაგს იხდიდა. ახლა ეს ზეწოლა თითქმის აღარ არსებობს, რადგან ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ჭკუა იხმარეს და ყველა დიდ ქალაქში ოფისები პარტიის სახელით შეიძინეს, ანუ ის მათი საკუთრებაა და ვერავინ შეეხება. თუმცა, მათ უკვე შეეხნენ და ისინი პარტიის საკუთრებიდან… სააკაშვილის უახლოესი გარემოცვის ოჯახის წევრების საკუთრებად დარეგისტრირდა. ამის შესახებ უახლოეს ნომრებში აუცილებლად დეტალებში მოგიყვებით, როგორ გადაეცა მილიონობით ღირებულების ქონება კონკრეტულ პირებს, ანუ პარტიის კუთვნილი ქონება დღეის მდგომარეობით კერძო პირების საკუთრებაა.


თუმცა, დანარჩენ ოპოზიციას ნაციონალების იდა საქმეები ნაკლებად აინტერესებთ და ახლა იმაზე ბჭობენ, აღნიშნული 30 ოლქიდან, რა ერგებათ, ანუ სად დააყენებენ საკუთარ კანდიდატს ისე, რომ დანარჩენმა ოპოზიციამ კონკურენტი არ დაუყენოს. რეალურად, ძალიან ცოტაა ისეთი პარტია, ხელისუფლების წინააღმდეგ წონიანი ფალავანი გამოიყვანოს და ამიტომ, ოლქების უმრავლესობა წესით ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოზე უნდა გადანაწილდეს, რაც დანარჩენებისთვის იმას ნიშნავს, რომ პარტიული სიაც მათ მხარეს წავა და ერთპროცენტიანი ბარიერის დაძლევაც კი პრობლემური იქნება. ამიტომაცაა, ოპოზიციის ლიდერებს რამდენჯერმე სერიოზული კამათი რომ მოუვიდათ და არც ის დღეა შორს, როცა „ერთი იდეის“ გარშემო შეკრებილი ეს ერთობა დაიშლება. თანაც, გასათვალისწინებელია ისიც, რომ რაც არ უნდა გაერთიანდეს და შეთანხმდეს ოპოზიცია, მათ მინუმუმ „პატრიოტთა ალიანსისგან“ ეყოლებათ კონკურენტი და ირმა ინაშვილის გუნდს ამბიციებთან ერთად, ადამიანური რესურსიც რომ აქვს, კარგად მოგეხსენებათ.


მოკლედ, შეთანხმება შედგა, მემორანდუმს ხელი მოეწერა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ოპოზიცია ან ხელისუფლება ყველაფერზე შეთანხმდა. მთავარი სწორედ ახლა იწყება და კარანტინის რა გითხრათ, მაგრამ ყაზარმულზე პარტიები ძალიან მალე გადავლენ.

ანი დვალიშვილი

ალია №10

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

როცა ახალი წელი მართლაც იწყება
ახალი ამბები

როცა ახალი წელი მართლაც იწყება

14:46 01-01-2026
რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის
ახალი ამბები

რა სიურპრიზი დაგხვდება “ავერსში” ჯადოსნური დღეებისთვის

19:19 12-30-2025
ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი
ახალი ამბები

ესკი- თიბისი ბიზნესდაჯილდოების ფინალისტი

13:49 12-30-2025
ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?
ახალი ამბები

ბიზნესი, ფული და გათამაშება ერთად – სად, როგორ და ვინ მოიგებს საახალწლოდ iphone 17 pro–ს?

18:24 12-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved