• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, კვირა, 11 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად გაქრა ყირგიზეთის პრეზიდენტი და ქართველები ყირგიზული რევოლუციებში

ალია ავტორი - ალია
15:20 10-08-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

იმ დროს, როცა ჩვენ­თან, კავ­კა­სი­ა­ში სომ­ხეთ­სა და აზერ­ბა­ი­ჯანს შო­რის ომი მიმ­დი­ნა­რე­ობს, მე­ზო­ბელ რე­გი­ონ­ში – ცენ­ტრა­ლურ აზი­ა­ში, ყირ­გი­ზეთ­ში კი­დევ ერთი რე­ვო­ლუ­ცია მოხ­და, რი­გით მე­სა­მე 2005 წლის შემ­დეგ. სულ რა­ღაც ერთ დღე­ში მთე­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სის­ტე­მა და­ინ­გრა… და ეს მოხ­და ერთი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ით, რო­მე­ლიც სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შე­დე­გებ­მა გა­მო­იწ­ვია. ზე­დი­ზედ გა­დად­გნენ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი და სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი, ძა­ლო­ვა­ნი სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბი პრო­ტეს­ტან­ტე­ბის მხა­რე­ზე გა­და­ვიდ­ნენ. პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი ორ ჯგუ­ფად გა­იყ­ვნენ, რომ­ლე­ბიც ერ­თმა­ნე­თის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას არ აღი­ა­რებ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ჟო­გორ­კუ კე­ნე­შის (პარ­ლა­მენ­ტის) სპი­კე­რიც გა­დად­გა. გაჩ­ნდა კი­თხვა – ხომ არ გახ­დე­ბა რე­ვო­ლუ­ცი­ის მსხვერ­პლი პრე­ზი­დენ­ტი სო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი

4 ოქ­ტომ­ბერს ყირ­გი­ზეთ­ში სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი ჩა­ტარ­და. იქა­უ­რი ცეს­კოს მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის თა­ნახ­მად, შვიდპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი ბა­რი­ე­რი მხო­ლოდ ოთხმა პარ­ტი­ამ გა­და­ლა­ხა. მათ­გან სამი, ად­გი­ლობ­რი­ვი პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის თქმით, მჭიდ­როდ არი­ან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მოქ­მედ პო­ლი­ტი­კურ ელი­ტას­თან. პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა პარ­ტია “ბი­რიმ­დიკ­მა”, რო­მე­ლიც ყირ­გი­ზე­თის სამ­ხრეთ რე­გი­ო­ნებ­ში აქ­ტი­უ­რობს (თა­ვის დრო­ზე, 1990-იან წლებ­ში, ყირ­გი­ზე­თის პო­ლი­ტი­კუ­რი ელი­ტა პი­რო­ბი­თად ორად გა­ი­ყო – ქვეყ­ნის სამ­ხრეთ­ში და ჩრდი­ლო­ეთ­ში არ­სე­ბულ კლა­ნურ-პო­ლი­ტი­კურ ჯგუ­ფე­ბად, რომ­ლე­ბიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ერ­თმა­ნეთს ცვლიდ­ნენ), მე­ო­რე ად­გი­ლი – პარ­ტია “მე­კე­ნიმ კირ­გიზსტან­მა” (“მშობ­ლი­ურ­მა ყირ­გი­ზეთ­მა”). აქვე ვი­ტყვით, რომ “სამ­ხრე­თის ბლოკს” ქვეყ­ნის პო­ლი­ტი­კურ სის­ტე­მა­ში პრე­ზი­დენ­ტი სო­რონ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვიც წარ­მო­ად­გენს.

რო­გორც ბიშ­კე­კე­ლი დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი აღ­ნიშ­ნა­ვენ, ამ ორ პარ­ტი­ას თა­ვის გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ჰქონ­და ბევ­რად უფრო მეტი რე­სურ­სი, ვიდ­რე და­ნარ­ჩე­ნებს, რის გა­მოც მათ ბევ­რად უკან ჩა­მო­ი­ტო­ვეს და­ნარ­ჩე­ნე­ბი და გა­ი­მარ­ჯვეს. “ბი­რიმ­დი­კის” სი­ა­ში შე­დის პრე­ზი­დენ­ტის ძმა ასილ­ბეკ ჟენ­ბე­კო­ვი, ხოლო “მე­კე­ნიმ კირ­გიზსტანს” სა­ბა­ჟო სამ­სა­ხუ­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი რა­იმ­ბიკ მატ­რა­ი­მო­ვი აფი­ნან­სებ­და, მეტ­სა­ხე­ლად “რაიმ-მი­ლი­ო­ნი”.

ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც პარ­ლა­მენ­ტში ვერ მოხ­ვდნენ, არი­ან “რეს­პუბ­ლი­კა” და “ატა მე­კე­ნი” (“მა­მუ­ლი”), “ბუ­გუნ კირ­გიზსტა­ნი” (“ერ­თი­ა­ნი ყირ­გი­ზე­თი”), “ზა­მან­და­ში” (“თა­ნა­მედ­რო­ვე”) და სო­ცი­ალ-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, უფრო ზუს­ტად მისი ის ფრთა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი და­მა­არ­სებ­ლის, ექ­სპრე­ზი­დენტ ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვის ერ­თგუ­ლი დარ­ჩა.

პა­რა­დოქ­სუ­ლია, რომ არ­ჩევ­ნე­ბის წინ პრაქ­ტი­კუ­ლად ყვე­ლა ექ­სპერ­ტი და პო­ლი­ტი­კო­სი, ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რე­ბის ჩათ­ვლით, ამ­ტკი­ცებ­და, რომ სა­არ­ჩევ­ნო კამ­პა­ნია საკ­მა­ოდ პა­ტი­ოს­ნად მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, ხოლო თა­ვის მხრივ პრე­ზი­დენ­ტმა სო­რომ­ბაი ჟე­ე­ნე­ბე­კოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ობი­ექ­ტუ­რო­ბის დაც­ვის მიზ­ნით, იგი წყვეტ­და ურ­თი­ერ­თო­ბას ყვე­ლა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლას­თან, მათ შო­რის თა­ვი­სი ძმის პარ­ტი­ას­თა­ნაც. მაგ­რამ მოგ­ვი­ა­ნე­ბით ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რებ­მა მი­ა­ნიშ­ნეს, რომ მარ­თა­ლია ხმე­ბის დათ­ვლის დროს რა­ი­მე გა­ყალ­ბე­ბა არ მომ­ხდა­რა და არც შე­იძ­ლე­ბო­და მომ­ხდა­რი­ყო ელექტრო­ნუ­ლი ურ­ნე­ბის გამო, მაგ­რამ ჟე­ენ­ბე­კო­ვე­ბი­სა და მატ­რა­ი­მო­ვე­ბის მდი­დარ­მა კლა­ნებ­მა ამომ­რჩევ­ლე­ბი, უბ­რა­ლოდ, მო­ის­ყი­დეს. ერთი ხმის კონ­კრე­ტუ­ლი ფასი – ორი ათა­სი სომი, რომ­ლის კურ­სი რუბ­ლის ტო­ლია.

ვი­ნა­ი­დან ვერ­ცერ­თი ცნო­ბი­ლი ოპო­ზი­ცი­უ­რი პარ­ტია სა­კა­ნონ­მდებ­ლო ორ­გა­ნო­ში ვერ მოხ­ვდა და, შე­სა­ბა­მი­სად, მათ­თან ერ­თად კი­დევ 12-მა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ, რომ­ლე­ბიც არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ, ხმის დათ­ვლის შე­დე­გე­ბი უარ­ყვეს და “ალა-ტოოს” მო­ე­დან­ზე საპ­რო­ტეს­ტო მი­ტინ­გი გა­მარ­თეს, შემ­დეგ კი “თეთ­რი სახ­ლის­კენ” (სამ­თავ­რო­ბო ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი კომ­პლექ­სი­სა­კენ გა­ე­მარ­თნენ და შიგ შე­იჭრ­ნენ. პო­ლი­ცი­ამ მათ წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა გა­უ­წია, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. შე­ნო­ბა­ში ხან­ძა­რი გაჩ­ნდა და ნა­წი­ლი და­იწ­ვა. მოგ­ვი­ა­ნე­ბით მო­მი­ტინ­გე­ებ­მა სა­პყრო­ბი­ლე­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს ექ­სპრე­ზი­დენ­ტი ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი და კი­დევ რამ­დე­ნი­მე პო­ლი­ტი­კო­სი, რომ­ლე­ბიც კო­რუფ­ცი­ის ბრალ­დე­ბით იყ­ვნენ მსჯავ­რდე­ბუ­ლე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტია, რომ მო­მი­ტინ­გე­ებს წინ ექ­სპრე­ზი­დენ­ტის ვაჟი ყა­დირ ატამ­ბა­ე­ვი მი­უ­ძღო­და, რო­მელ­მაც, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას. მამა ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვა.

ალ­მაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვი

კუ­რი­ო­ზუ­ლად შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ის ფაქ­ტი, რომ სა­პყრო­ბი­ლე­დან გა­თა­ვი­სუფ­ლდა აგ­რეთ­ვე ექსდე­პუ­ტა­ტი სა­დირ ჯა­ფა­რო­ვი, რო­მე­ლიც თა­ვის დრო­ზე პრე­ზი­დენტ ალ­ბაზ­ბეკ ატამ­ბა­ე­ვის სურ­ვი­ლით ჩას­ვეს. ახლა კი ყო­ფი­ლი დე­პუ­ტა­ტი და პა­ტი­მა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის კან­დი­და­ტად არის და­სა­ხე­ლე­ბუ­ლი… პარ­ლა­მენ­ტსაც ახა­ლი სპი­კე­რი ჰყავს – ოპო­ზი­ცი­უ­რი ლი­დე­რი მიქ­ტი­ბეკ აბ­დილ­და­ე­ვი, თუმ­ცა ეს დრო­ე­ბით – ცენ­ტრა­ლურ­მა სა­არ­ჩევ­ნო კო­მი­სი­ამ ოთხ ოქ­ტომ­ბერს ჩა­ტა­რე­ბუ­ლი არ­ცევ­ნე­ბის შე­დე­გე­ბი გა­ა­უქ­მა და ახა­ლი გან­მე­ო­რე­ბი­თი ხმის მი­ცე­მა და­ნიშ­ნა, რო­მე­ლიც ორი კვი­რის ვა­და­ში უნდა გა­ი­მარ­თოს.

  • სად გაქ­რა პრე­ზი­დენ­ტი? იმა­ლე­ბა და გაქ­ცე­ვას აპი­რებს?

6 ოქ­ტომ­ბერს პრე­ზი­დენ­ტმა სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კოვ­მა გამ­ბე­და­ო­ბა მო­იკ­რი­ბა და “ზო­გი­ერ­თი პო­ლი­ტი­კუ­რი ძალა” სა­ხელ­მწი­ფო გა­დატ­რი­ა­ლე­ბის მცდე­ლო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა. მან აღ­ნიშ­ნა აგ­რეთ­ვე, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა არ გა­მო­ა­ცხა­და – იმი­ტომ, რომ სის­ხლისღვრა არ სურ­და: “მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ მი­ტინ­გე­ბი და­უნ­დობ­ლად უნდა დარ­ბე­უ­ლი­ყო და მისი მო­ნა­წი­ლე­ე­ბი დაგ­ვე­ჭი­რა, მაგ­რამ მე უარი ვთქვი – სი­ტუ­ა­ცია უფრო გა­უ­ა­რეს­დე­ბო­და”. სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ ამ გან­ცხა­დე­ბის შემ­დეგ იგი… გაქ­რა. სო­რომ­ბაი ჟე­ნე­ბე­კო­ვის სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბებს მისი პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს, ამ მო­მენ­ტი­სათ­ვის მისი ად­გილ-სამ­ყო­ფე­ლი არა­ვინ იცის. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ იგი ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და­ა­კა­ვოს ისე­ვე, რო­გორც ადრე ხდე­ბო­და.

სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი

სო­რომ­ბაი ჟე­ენ­ბე­კო­ვი წარ­მო­შო­ბით სამ­ხრე­თის დაჯ­გუ­ფე­ბი­დან არის. სამ­შა­ბათს პრე­ზი­დენ­ტის ძმა ასილ­ბე­კი შე­ე­ცა­და, რომ ქა­ლაქ ოშში “სამ­ხრე­თე­ლე­ბის” ამ­ბო­ხი მო­ე­წყო – “მზრუნ­ვე­ლი პრე­ზი­დენ­ტის” და­სა­ცა­ვად, მაგ­რამ უშე­დე­გოდ – თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებ­მა მისი მო­წო­დე­ბა ვერ გა­ი­გო­ნეს.

ყირ­გი­ზე­ლებს პრე­ზი­დენ­ტის მი­მართ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბი­სათ­ვის მრა­ვა­ლი მი­ზე­ზი აქვთ, მაგ­რამ ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რი ისაა, რომ ქვე­ყა­ნა­ში უმ­ძი­მე­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი კრი­ზი­სია გა­მე­ფე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც “კო­ვიდ-19”-ის პან­დე­მი­ი­თაა გა­მოწ­ვე­უ­ლი. კა­რან­ტი­ნე­ბი­სა და წარ­მო­ე­ბის გა­ჩე­რე­ბის გამო ბი­უ­ჯეტ­მა შე­მო­სავ­ლე­ბის თით­ქმის ერთი მე­ხუ­თე­დი და­კარ­გა. ყირ­გი­ზეთ­ში კო­რო­ნა­ვირუ­სით სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბის ერთ-ერთი მა­ღა­ლი დო­ნეა მსოფ­ლი­ო­ში, სა­ა­ვად­მყო­ფო­ე­ბი გა­დატ­ვირ­თუ­ლია, არ ჰყოფ­ნით მე­დი­კა­მენ­ტე­ბი და სა­მე­დი­ცი­ნო ტექ­ნი­კა.

ჯერ კი­დევ 2009 წელს, ოფი­ო­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მო­სახ­ლე­ო­ბის მე­ხუ­თე­დი ნა­წი­ლი სი­ღა­რი­ბის ზღვარს მიღ­მა ცხოვ­რობ­და, ანუ და­ახ­ლო­ე­ბით 1,3 მი­ლი­ო­ნი ყირ­გი­ზე­ლის შე­მო­სა­ვა­ლი დღე­ში მხო­ლოდ 1,5 დო­ლა­რი იყო. ამის გამო ქვეყ­ნის თით­ქმის მი­ლი­ო­ნი მო­ქა­ლა­ქე რუ­სეთ­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს. განა ისი­ნი პრე­ზი­დენ­ტის მომ­ხრე­ე­ბი იქ­ნე­ბი­ან?

რო­გორც ზო­გი­ერ­თი ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი წყა­რო ანო­ნი­მუ­რად აცხა­დებს, სოს­რონ­ბაი ჟე­ე­ნე­ბე­კო­ვი მო­ლა­პა­რა­კე­ბას აწარ­მო­ებს რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტთან ვლა­დი­მერ პუ­ტინ­თან ქვეყ­ნი­დან შე­საძ­ლო ევა­კუ­ა­ცი­ის შე­სა­ხებ. ალ­ბათ, მას მალე ას­კარ აკა­ე­ვის გვერ­დით ვნა­ხავთ.

  • ყირ­გი­ზე­თი – რე­ვო­ლუ­ცი­ე­ბის პო­ლი­გო­ნი: ქარ­თველ­თა “დამ­სა­ხუ­რე­ბა”

ყირ­გი­ზე­თი საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დაშ­ლის შემ­დეგ – ისე­ვე რო­გორც სხვა ექსსაბ­ჭო­თა რეს­პუბ­ლი­კე­ბი – კრი­ზის­ში მო­ექ­ცა. 1990-96 წლებ­ში ეკო­ნო­მი­კის მო­ცუ­ლო­ბა თით­ქმის ორ­ჯერ შემ­ცირ­და. გა­ჩერ­და სა­წარ­მო­ე­ბი, გაძ­ლი­ერ­და მიგ­რა­ცია, კვა­ლი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის გა­დი­ნე­ბა, თუმ­ცა 2000-იანი წლე­ბი­დან სი­ტუ­ა­ცია დას­ტა­ბი­ლიზ­და და ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდა და­ი­წყო. ყირ­გი­ზეთს გა­აჩ­ნია მდი­და­რი ენერ­გო­რე­სურ­სე­ბი, ურა­ნი­სა და ოქ­როს სა­ბა­დო­ე­ბი… ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პრე­ზი­დენტ ას­კარ აკა­ე­ვის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში (1990-2005 წლე­ბი) ყირ­გი­ზე­თი ვაჭ­რო­ბის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის წევ­რიც კი გახ­და, რაც ერ­თობ დიდ წარ­მა­ტე­ბად ჩა­ით­ვა­ლა. მაგ­რამ ამ წარ­მა­ტე­ბას თან დიდი ჩრდი­ლიც სდევ­და – კო­რუფ­ცია და მექ­რთა­მე­ო­ბა… გან­სა­კუთ­რე­ბით კი ას­კარ აკა­ე­ვის ოჯა­ხურ კლან­ში.

ჩვენ­მა მკი­თხვე­ლებ­მა, ალ­ბათ, იცი­ან 2005 წლის მარ­ტის მოვ­ლე­ნე­ბი, როცა ყირ­გი­ზეთ­ში სა­ხალ­ხო რე­ვო­ლუ­ცი­ის (ე.წ. “ტი­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის”) შე­დე­გად ას­კარ აკა­ე­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჩა­მო­შორ­და. მი­ზე­ზე­ბი შემ­დეგ­ში მდგო­მა­რე­ობ­და: ას­კარ აკა­ევ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის უზურ­პი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა და სა­კუ­თარ ხელ­ში მო­აქ­ცია და როცა მისი ორი შვი­ლი 2005 წლის მარ­ტის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბას შე­ე­ცად­ნენ, ყირ­გი­ზე­ლე­ბის მოთ­მი­ნე­ბა ამო­ი­წუ­რა. პრო­ტეს­ტე­ბი მთელ ქვე­ყა­ნას მო­ე­დო… ას­კარ აკე­ვი და მისი ოჯა­ხი ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცნენ.

სხვა­თა შო­რის, პრე­ზი­დენ­ტის დამ­ხო­ბა­ში გარ­კვე­უ­ლი წვლი­ლი მა­შინ­დელ “ქარ­თველ ვარ­დო­სან რე­ვო­ლუ­ცი­ო­ნე­რებ­საც” – გივი თარ­გა­მა­ძეს, თე­მურ ნერ­გა­ძეს და კახა გე­წა­ძე­საც “მი­უ­ძღვით”, რომ­ლე­ბიც ბიშ­კეკ­ში პარ­ლა­მენ­ტის არ­ჩევ­ნებ­ზე დამ­კვირ­ვებ­ლის სტა­ტუ­სით იყ­ვნენ, თუმ­ცა ბევ­რი ფიქ­რობს, რომ ისი­ნი არა­თუ უბ­რა­ლო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბი, არა­მედ ბიშ­კე­კის რე­ვო­ლუ­ცი­ის “რუხი კარ­დი­ნა­ლე­ბი” იყ­ვნენ.

ქარ­თველ ტე­ლე­მა­ყუ­რებ­ლებს დღემ­დე ახ­სოვთ გივი თარ­გა­მა­ძის პირ­და­პი­რი ჩარ­თვა ბიშ­კე­კი­დან, “ვა­სი­ლიჩს” ყირ­გი­ზუ­ლი ეროვ­ნუ­ლი ქუდი რომ ეხუ­რა. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის გუნ­დის როლი “ტი­ტე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ა­ში”, რო­მელ­საც წინ უძღო­და “ნა­რინ­ჯის­ფე­რი რე­ვო­ლუ­ცია” უკ­რა­ი­ნა­ში, გა­ცი­ლე­ბით მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი იყო, ვიდ­რე სურ­დათ, რომ წარ­მო­ე­ჩი­ნათ.

  • გან­ვლი­ლის გა­მე­ო­რე­ბა?!

ასე იყო თუ ისე, 2005 წლის ივ­ნის­ში ყირ­გი­ზეთ­ში ახალ პრე­ზი­დენ­ტად ექ­სპრე­მი­ე­რი ყურ­ბან­ბეკ ბა­კი­ე­ვი აირ­ჩი­ეს. მან თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ოპო­ზი­ცი­ის ლი­დე­რე­ბი და ვე­ტე­რა­ნი პო­ლი­ტი­კო­სე­ბი და­ნიშ­ნა. მაგ­რამ გა­ვი­და ცოტა ხანი და როცა ადა­მი­ა­ნებ­მა და­ი­ნა­ხეს – რე­ა­ლუ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი არ ხდე­ბა და კო­რუფ­ცია გრძელ­დე­ბა, მათ­ში უკ­მა­ყო­ფი­ე­ბის გრძნო­ბა გაჩ­ნდა: და­ი­წყეს ლა­პა­რა­კი იმა­ზე, რომ უბ­რა­ლოდ “ა” (აკა­ე­ვი) “ბ”-თი (ბა­კი­ე­ვით) შე­იც­ვა­ლა. მარ­თლაც­და, ყურ­ბან­ბეკ ბა­კი­ევ­მაც იგი­ვე გზით წა­ვი­და, რი­თაც მისი წი­ნა­მორ­ბე­დი მი­დი­ო­და – ოჯა­ხის წევ­რე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მი­იყ­ვა­ნა… ჰოდა, ბა­კი­ე­ვი 2010 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ამ შე­ი­წი­რა – ისიც აკა­ე­ვი­ვით ოჯახ­თან ერ­თად ქვეყ­ნი­დან გა­იქ­ცა.

  • რუ­სე­თი ელო­დე­ბა…

რაც შე­ე­ხე­ბა ყირ­გი­ზე­თის სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კურ ორი­ენ­ტა­ცი­ას, ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, ის უც­ვლე­ლი დარ­ჩე­ბა: რო­გორც ცნო­ბი­ლია, ქვეყ­ნის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს პარტნი­ო­რე­ბად რუ­სე­თი, ყა­ზა­ხე­თი და ჩი­ნე­თი ით­ვლე­ბა. ბოლო დროს ყირ­გი­ზეთ­ში მნიშ­ვნე­ლოვ­ნად ძლი­ერ­დე­ბა თურ­ქე­თის ინ­ტე­რე­სი (ისი­ნი ორი­ვე თურ­ქუ­ლე­ნო­ვან სა­ხელ­მწი­ფო­ებს მი­ე­კუთ­ვნე­ბი­ან, ზო­გი­ერ­თი გავ­ლე­ნი­ა­ნი ყირ­გი­ზე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი თურ­ქე­თის ეკო­ნო­მი­კა­შია ჩარ­თუ­ლი). სხვა­თა შო­რის, თურ­ქეთ­მა ყირ­გი­ზეთს მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დახ­მა­რე­ბა გა­უ­წია და ძვე­ლი ვა­ლე­ბიც ჩა­მო­ა­წე­რა. ზო­გი­ერ­თი დამ­კვირ­ვებ­ლის აზ­რით, ქვეყ­ნის დღე­ვან­დელ მოვ­ლე­ნებ­ში თურ­ქე­თიც არის გარ­კვე­ულ­წი­ლად ჩა­რე­უ­ლი.

რუ­სე­თი ყირ­გი­ზე­თის­თვის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს ეკო­ნო­მი­კურ და პო­ლი­ტი­კურ პარტნი­ო­რად ით­ვლე­ბა. რუ­სეთ­ში ყირ­გი­ზე­თის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის საკ­მაო ბევ­რი რა­ო­დე­ნო­ბა მუ­შა­ობს. თუ ვინ მოვა ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში, კრემ­ლის­თვის ამას მა­ინ­ცდა­მა­ინც დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს – უეჭ­ვე­ლია, ბოლო წლე­ბის პო­ლი­ტი­კა გაგ­რძელ­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, მოს­კო­ვი ელო­დე­ბა, რო­გორ გა­და­ნა­წილ­დე­ბა კლა­ნებს შო­რის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, ვინ იქ­ნე­ბი­ან თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბი და როცა ეს ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა, კრემ­ლი მა­შინ ამოქ­მედ­დე­ბა.

წყარო – ამბები.ჯი

თეგები: ყირგიზეთი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved