• რეკლამა
  • კონტაქტი
17:50, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სად გაიმარჯვეთ? არჩევნები ფეიკია! 7 ნოემბერს ვიკრიბებით და ეს მხოლოდ დასაწყისია!” – ირმა ინაშვილი

ალია ავტორი - ალია
17:03 11-03-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

“პატრიოტთა ალიანსის” ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, არჩევნების გაყალბების გასაპროტესტებლად 7 ნოემბერს 5 საათზე, თავისუფლების მოედანზე აქციას გამართავენ. ამ თემაზე მან პოსტი Facebook-ზე გამოაქვეყნა:

“ირაკლი კობახიძემ თავი დაანებოს ჩვენს წინააღმდეგ მგზნებარე კოორდინატორების დარაზმვას და სრულიად სამარცხვინო მესიჯების გავრცელებას, თითქოს ვიღაცის თამაშს ვთამაშობთ და თითქოს ჩვენი ამომრჩეველი არ მივიდა არჩევნებზე. სწორედ ირაკლი კობახიძემ და ზოგადად პოლიტიკურმა კობახიძეებმა ჩააგდეს ამ ვითარებაში ქვეყანაც და ბიძინა ივანიშვილიც. იმედია, ახლა მაინც აანალიზებს ივანიშვილი, ვისთან აქვს საქმე. კოორდინატორების დარაზმვა და “ფეისბუქში” ორგანიზებული პოსტების წერა, რომ თითქოს ჩვენ მხარდამჭერები არა გვყავს, რომ თითქოს შევეკარით ვინმეს და თითქოს კორონაა და აქციების ჩატარება დანაშაულია, უტიფარი დემაგოგია და ტყუილია და ვერანაირად ვერ გადაფარავს კობახიძის დანაშაულს, რასაც ჰქვია არჩევნების ტოტალური გაყალბება.

ისე, მაინტერესებს, “ქართული ოცნების” აქტივი საარჩევნო უბნებზე ტაშ-ფანდურს რომ მართავდა, მაშინ კორონას გავრცელების საფრთხე არ იყო?

ყველას გასაგონად ვამბობ: “ქართულ ოცნებას” პატრიოტების რეზოლუციისთვის რომ დაეჭირა მხარი, ქვეყანა დღეს ამ უბედურებაში არ იქნებოდა, მაგრამ რა მხარს დაუჭერდნენ, სიამ- ტკბილობდნენ ერთმანეთთან ბოლო 8 წელია.

ცინიზმი არაა, გავიმარჯვეთ დამნაშავეებზეო, აქაც ორგანიზებულ პოსტებს რომ წერდნენ?! სად გაიმარჯვეთ, რა გაიმარჯვეთ, ესაა გამარჯვება?! ვაი, საქართველოს თქვენს ხელში! ასევე, ყველას ვეუბნები: თვალის დახუჭვა იმაზე, რაც მოხდა, არის უზნეობა!

არჩევნების გაყალბება სისხლის სამართლის დანაშაულია. ფეიკ-ოქმებს ავრცელებენო, აქაც ორგანიზებულ კამპანიას რომ ეწევით, რა ფეიკი, მთელი თქვენი არჩევნები ფეიკია. ცესკოს საიტზე დევს ეს ოქმები, ცესკოც ფეიკია ამ ლოგიკით.

7 ნოემბერს, საღამოს 5 საათზე პატრიოტები ვიკრიბებით თავისუფლების მოედანზე! არ მოხდება ამ გაყალბებული არჩევნების აღიარება. ყველა გამყალბებელი დაისჯება.

ეს მხოლოდ დასაწყისია. უსამართლობას და უკანონობას სააკაშვილის რეჟიმის დროს არ შევგუებივართ. ახლა ასმაგად არ შევეგუებით და ასმაგად მოგთხოვთ პასუხს. მე და ჩემნაირებმა 17 წელი შევალიეთ ამ ბრძოლას, კიდევ 17 წელი არც მე მაქვს დასაკარგი და მითუმეტეს, არც ჩვენს ქვეყანას.”

თეგები: ირმა ინაშვილიპატრიოტთა ალიანსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved