• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, ხუთშაბათი, 3 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად დაინდეს ბიძინა ივანიშვილი და მისცეს დაფიქრების საშუალება? – რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
04:12 12-28-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
10,582

რომან გოცირიძე ივანიშვილის დასანქცირებაზე:

,,სანამ ივანიშვილისადმი დაწესებული სანქციების შინაარსზე და მის გავლენაზე დეტალურად ვისაუბრებდით, უნდა გამოვყოთ რამდენიმე მომენტი, რადგან ვისმენ სხვადასხვა კომენტარს და ცოტა არ იყოს, დაბნეულობა ჩანს.

ზოგადად რომ შევაფასოთ, ივანიშვილს თუ აქამდე თითი დაუქნეს, დღეს თავში წამოარტყეს. ამის იქითაც რომ არის სხვა სახის მოძრაობებიც, ესეც შეგვიძლია ნათლად წარმოვიდგინოთ.

ეს სანქციები არის ძალიან მძიმე, მაგრამ მაინც შეიძლება ითქვას, რომ ჯერჯერობით ბოლომდე არ გაწირეს. შეიძლება გაცილებით მძიმეც ყოფილიყო.

სად დაინდეს ბიძინა ივანიშვილი და მისცეს დაფიქრების საშუალება:

1. არ შეეხნენ მისი ოჯახის წევრებს. ეს იმას ნიშნავს, რომ სანქციების ქვეშ არ მოექცა “ქართუბანკი”, “ქართუფონდი” და უამრავი სხვა კომპანია, სადაც ივანიშვილი არ ფლობს 50 პროცენტზე მეტ წილს.

2. არ შეეხო სანქციები მასთან და მისი ოჯახის წევრებთან მჭიდროდ დაკავშირებულ სხვა იურიდიულ პირებს ( გარდა უშუალოდ ივანიშვილის მიერ 50 პროცენტზე მეტი წილის კონტროლის ქვეშ მყოფი კომპანიებისა).

ვინაიდან ივანიშვილს აქტივების უდიდესი ნაწილი გადაფორმებული აქვს “ქართუფონდზე”, ოჯახის წევრებზე ან მათ მიერ დაფუძნებულ კომპანიებზე, ჯერჯერობით ისინი სანქციებს არ ექვემდებარებიან.

3. ფიზიკური პირი ბიძინა ივანიშვილი მოკვეთილია დასავლეთის ფინანსური სისტემისგან. ჯიბეში ნორმალური ბანკის პლასტიკურო ბარათიც კი არ უდევს. “ლიბერთის” ან “ქართუს” სალარე ბარათის ან რომელიმე რუსული, ჩინური ან არაბული მეორეხარისხოვანი ბანკების იმედად თუ შეიძლება იყოს. როგორც ბიზნესმენი განდევნილი და ტოქსიკური გახდა პარტნიორებისათვის.

ეს მხოლოდ დასაწყისია.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025
ახალი ამბები

თბილისი მასპინძლობს პადელის საერთაშორისო ტურნირს – FIP Bronze Tbilisi 2025

17:57 07-02-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების   ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულების ვიანობა ხვალ გახდება ცნობილი – თიბისი

14:06 07-02-2025
27 ოქტომბრის 00:00 საათიდან, თავისუფლების მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ახალი ამბები

თბილისის მერიამ საქართველოსა და ქვეყნის გარეთ კლინიკებში ოპერაციებისა და კვლევების ჩატარების 100 000-ზე მეტი შემთხვევა დააფინანსა

18:13 07-01-2025
გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე
ახალი ამბები

გაანაღდე ფულადი გზავნილი თიბისის ინტერნეტ ან მობაილბანკში და მიიღე შანსი, რომ დასაჩუქრდე

16:32 07-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved