• რეკლამა
  • კონტაქტი
18:25, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად არის ირაკლი ღარიბაშვილი ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ?

ალია ავტორი - ალია
20:49 06-17-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
796

ევროკომისიის რეკომენდაციის გამოქვეყნების შემდეგ, არაერთი ადამიანი კითხულობს, სად არის სახელმწიფოს მეთაური, პრემიერი, ირაკლი ღარიბაშვილი.

აქვე უნდა ვთქვათ ისიც, რომ ადამიანების ნაწილი იმასაც ითხოვს, შეასრულოს პრემიერმა დანაპირები და “ახადოს ფარდა” ევროკავშირს, როგორც მან თავად განაცხადა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე (სადაც ბიძინა ივანიშვილის სანქცირების რეკომენდაციაც გაიცა) საუბრისას.

11 ივნისი, პრემიერი ღარიბაშვილი:

“თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი”

ახლა ზოგი გვეტყვის, პრემიერმა საბოლოო გადაწყვეტილება იგულისხმა (23–24 ივნისის) და მაგიტომაც არ ხდის ჯერ ფარდასო, მაგრამ მმართველი გუნდის პარტიულმა ლიდერმა, კობახიძემ, უკვე განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ევროკომისიის რეკომენდაციას უცვლელად მიიღებს ევროპული საბჭო.

მაშ, სად არის პრემიერი და რატომ არ ხდის ფარდას?

მეორე მხრივ, პრემიერმა განაცხადა, რომ თუ შეურაცხმყოფელი იქნებაო, მაშინ ავხდი ფარდასო – არ არის, ეტყობა, ევროკომისიის რეკომენდაცია და პირობები შეურაცხმყოფელი, მართალია, იქაც ნახსენებია ოლიგარქი, და წერია, რომ აუცილებელია დეოლიგარქიზაცია, ნახსენებია სასამართლო, მედია, მოძალადეების წაქეზება და ა.შ., მაგრამ, ევროპარლამენტის რეზოლუცია პირველი რომ იყო, იმიტომ გახლდათ, შეიძლება მძიმე მოსასმენი და მერე ოცნების ყური ამასაც შეეჩვია, ისევე, როგორც შეეჩვია და ნანად ჩაესმის ღატაკი და სამართალუნახავი ხალხის გოდება.

სად არის პრემიერი?

11 ივნისი, ირაკლი ღარიბაშვილი:

“ეს კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი, მაგრამ სიმბოლური.

სტატუსი მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ის დამოკიდებულება გავიგო, რა დამოკიდებულება აქვს ჩვენს ევროპელ ნამდვილ მეგობრებს ჩვენი ხალხის და ქვეყნის მიმართ. ჩვენ თავმოყვარე ერი ვართ... ახლა ისე ნუ წარმოვაჩენთ, რომ რაღაცას ვმათხოვრობთ და ვეხვეწებით ვინმეს.

ისე ნუ წარმოვაჩენთ ამ სპექტაკლს, რომელიც აქ დაიდგა და ძალიან აჟიტირებულები არიან ქვეყნის გარე და შიდა მტრები, თითქოს რაღაც სასწაული ხდება და სასწაულს კარგავს ქვეყანა…

გახსოვთ, 2007 თუ 2008 წელი იყო, მაშინ ძალიან დიდი აჟიოტაჟი და მოლოდინი გააჩინეს, რომ მაპის მონიჭებით თუ არ მონიჭებით რაღაც მოხდებოდა. არ მოგვანიჭეს მაპი, მაგრამ რა მოხდა?”

და სად არის პრემიერი?

არ არის! – მერე? რა მოხდა?

არ მოგვანიჭეს მაპი, არ ვართ ნატოს წევრი ქვეყანა, არ გვაქვს ცა დაცული? – რა მოხდა?

აგერ დგას რუსი 30 კილომეტრში დედაქალაქიდან და როგორც წამოგვაძახებენ ხოლმე, 2 საათში აიღებს ქვეყანას – მერე? რა მოხდა???

დიდი საქმე ახლა ევროკავშირშიც თუ არ მიგვიღებენ, აგერ არის რუსეთი 30 კილომეტრში…

და სად არის პრემიერი?

სად უნდა იყოს?

თავის სკამზე, რომელზეც ვპირდებოდით, რომ 5 ივლისის მერე დიდხანს ვეღარ გაჩერდებოდა.

რატომ უნდა გააკეთოს განცხადება? რა მოხდა? რამე მოხდა?

ოლიგარქი კი ახსენეს ევროკომისიის რეკომენდაციაში, მაგრამ ივანიშვილის გვარი არ წერია და რამე სხვაც მოხდა?

სად გინდათ რომ იყოს პრემიერი?

ხალხის გვერდით? რომელი ხალხის გვერდით? ვინ აირჩია? ვინც აირჩია და დასვა პრემიერად მის გვერდით არის კიდეც.

და მაინც, რა მოხდა იმაზე მეტი, ვიდრე 11 ივნისის პრემიერის განცხადება?

თქვა, ეგ სიმბოლურიაო, ისე ნუ წარმოვაჩენთ, თითქოს რაღაცა სასწაულს ვკარგავთო, მთავარია თავმოყვარეობა, მთავარია შეურაცხყოფა არ მოგვაყენონო…

არ არის დღეს, ეტყობა, ბიძინა ივანიშვილი შეურაცხყოფილი და სად იქნება პრემიერი?

არ არის.

არც ჩიტს წაუღია, არც მიწას ჩაუყლაპავს, არც გაფრენილა, არც მოფრენილა, მაგრამ მაინც არ არის და თან არის, აქვე, სკამზე…

 

 

 

 

თეგები: ბიძინა ივანიშვილიირაკლი ღარიბაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved