• რეკლამა
  • კონტაქტი
08:14, პარასკევი, 20 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სად არის ბიძინა ივანიშვილი?

ალია ავტორი - ალია
01:15 11-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
553

გიორგი ჯავახაძე, ალია

კვირას, 7 ნოემბერს, აქცია გაიმართა დედაქალაქის ცენტრში – „არ აგარევინებთ“ და სრულად ვეთანხმები – აბა, ამის არევა იქნება ახლა? ის პროკურორები, რომლებზეც კონკრეტული საქმეები იყო აღძრული და კონკრეტულ სისხლის სამართლის დანაშაულებს ედავებოდნენ დაზარალებულნი, ძლივს დავარცხნეს, „ქოცად“ გადააკეთეს და დააწინაურეს, ამათი არევა იქნება? მოსამართლეები, რომლებიც უკანონო გადაწყვეტილებებს ხელს აწერდნენ და პანტა-პუნტად ყრიდნენ ციხეებში ხალხს, ღამით ატარებდნენ პროცესებს, უკანონოდ აწერდნენ ხელს და ურტყამდნენ ბეჭედს ქონების წართმებას – ახლა „ოცნების“ მეხოტბეები გახდნენ, მაგ მოსამართლეების გამო, ევროკავშირი მოიმდურა „ოცნებამ“, დაფინანსებაზეც კი უარი თქვეს, „ნაცების“ გამონაცვალი მოსამართლეების გამო და ახლა ამის არევა იქნება? ძალოვანი სისტემა არათუ სრულად გადმოიბარეს იმ სახით, რა სახითაც მიშას ჰყავდა, არამედ მოსმენები გააძლიერეს და ახლა უკვე მართლა ყველას უსმენენ და წლობით დალაგებული მოსმენების სამსახურის არევა ახლა როგორია? წარმოიდგინეთ, ბიზნესები – დალაგებულია უკვე, ვისი ბიზნესია ციხე – რომელი მარკეტი შედის, ვინ რომელი ტენდერი უნდა მოიგოს, ვინ უნდა იხეიროს საწვავის ფასის გაზრდით, ვინ უნდა დააგოს გზა, მერე იგივე გზა ვინ უნდა დააგოს მეორედ, მერე ისევ იგივე გზა ვინ უნდა დააგოს მესამედ, მეოთხედ, მეხუთედ და ორმოცდამეერთედ და ამის არევა – როგორია?

სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილი ღირსების მედლით დააჯილდოაო, რა ტრაგიკულია, რომ მოკვდა და მერე დააჯილდოვა. რა ტრაგიკულია, რომ მხოლოდ წელს გაახსენდა კობა დავითაშვილი პრეზიდენტს, რა ტრაგიკულია, რომ კობა დავითაშვილის ცოლის დის ინტერვიუს მიხედვით, კობა დავითაშვილმა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, სთხოვა დახმარება „ოცნების“ მთავრობას – გერმანიაში უნდოდა გადაეყვანათ სამკურნალოდ და… უარი უთხრეს, ახლა პანდემიაა მოიცადეო, თითქოს კობას დაავადებას მოცდა შეეძლო… რა ტრაგიკულია, რომ გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, კობა დავითაშვილი წერდა:

„რემიკეიდის სახელმწიფო პროგრამა არ არსებობს და მისი 1 გადასხმა 1000 აშშ დოლარი ჯდება. ანუ თუ არ მექნა თვეში 500 დოლარის შემოსავალი მაინც, ტანჯვით სიკვდილისთვის ვარ განწირული. მე კი მარტში სრულიად უმუშევარი დავრჩი… მე მესმის, რომ ყველას უჭირს და დალხინებული არავინაა, მაგრამ თუკი ამ დღეში თავად სახელმწიფომ ჩამაგდო (წინა ხელისუფლების სახით) განა სამართლიანი არ იქნება რომ ჯანდაცვის ხარჯებიც სახელმწიფომ გაიღოს (ამ ხელისუფლების სახით).

მესმის რომ უსიამოვნო ადამიანი ვარ, მახასიათებს მწარე სიტყვების ლაპარაკი, ვერ ვუწონებ ხელისუფლებას ისეთ ქმედებებს, როგორიცაა მაგალითად მარიხუანის მოხმარების ლეგალიზაცია. ალბათ უმუშევარიც ამიტომ დავრჩი, მაგრამ ნუთუ ჩემ ქვეყანას არ სჭირდება ერთი ჩემნაირი ენამწარე, რომელიც მაშინ ამოიღებს ხმას, როცა თითქმის ყველა სდუმს და ოპოზიცია კი კიდევ უფრო უარესის მომხრეა? ერთი სიკვდილი გავათავე, სანამ ამ პოსტს ვწერდი, მაგრამ უკიდურესმა აუცილებლობამ მაიძულა.“

აჰა, კობა დავითაშვილი წერდა, რომ ისიც, სავარაუდოდ იმიტომ დარჩა უმუშევარი, რომ „არ აარევინეს…“

არ აარევინეს სიმწრით დალაგებული და რომ მოკვდა, მერე ღირსების მედლით დააჯილდოეს. რა ადვილია უღირსებისთვის ცხოვრება, როცა უნდათ, როგორც უნდათ, როგორც მათ აწყობთ, ისე დაალაგებენ და მერე თავზე დაგძახიან, არ აგარევინებთო…

ასე არ აგვარევინა „უცნობმა“ „დალაგებული“ ცხოვრება და გარეთ გამოყვანილი ხალხი ლიანდაგ-ლიანდაგ ატარა და მერე დაშალა. „ალიას“ ვებ-გვერდზე წერს მკითხველი, „უცნობს“ რატომ ეძახით, დიდი ხანია ყველასთვის ნაცნობია, თუ რას წარმოადგენსო…

სად არის ბიძინა ივანიშვილი?

წინა წერილებში გვიყვებოდა რესპონდენტი კულუარულად, რომ ბიძინა ივანიშვილმა ერთი გარანტია მიიღო – მის ფულს არ შეეხებიან ერთი პირობით, თუ პოლიტიკაში არ გაერევა არც ის და არც მისი ფული, ჯერჯერობით ივანიშვილი ამ პირობას ღიად ასრულებს, თუმცა, კულუარულად, ძველი კონტაქტები შენარჩუნებული აქვს, რასაკვირველია, ჯერ კიდევ აქვს მის სიტყვას ფასი, ჯერ კიდევ აქვთ იმედი, რომ თუ მის სიტყვას დაიჯერებ, ჯილდო იქნება, მაგრამ ვერ იქნება ეს ჯილდო, ვეღარ და აღარ იქნება. ჩვენი წყარო გვიყვებოდა, რომ ივანიშვილმა სწორედ ამიტომ გადაიტანა მთელი ქონება „ქართუს“ ანგარიშზე, ასე მისი ანგარიშებიდან ფულის გადინება მარტივი საკონტროლოა, მას ფული დარჩება, მაგრამ არ დარჩება ფული პოლიტიკისთვის. თუმცა, თუ ოცნებას კაპიტულაცია დასჭირდა ასეთი აგრესიის ფონზე, შესაძლოა, ისევ ივანიშვილს დაეკისროს კაპიტულაციის გამოცხადების „პატივი“.

სად არის ბიძინა ივანიშვილი? ყველგან და არსად – ღარიბაშვილშია, კობახიძეშია, სასამართლოშია, პროკურატურაშია, ჯარშია, პოლიციაშია, განათლების სამინისტროშია, ჯანდაცვის სამინისტროშია – ყველგან და არსად. 2018 წელს ივანიშვილმა პირადი პასუხისმგებლობა აიღო და ითხოვა, ოღონდ ახლა ეს სალომე აირჩიეთ და მერე მე ვიცი და ჩემმა კაცობამო. მერე დაიბარა, მე მივდივარ, მაგრამ ჩემ გუნდს გიტოვებთო. რომელ გუნდს? მისი ხათრით რომ მისცა ხალხმა ხმა? სადაური პასუხისმგებლობა ესაა?

სააკაშვილისგან განსხვავებით, ივანიშვილი არავის გაუგდია, თავად თქვა უარი საკუთარ პასუხისმგებლობაზე, თავად გარბის, თავად გადაჯდა ბუჩქებში ესოდენ გარდამტეხ ჟამს, თავად დაიმალა, თავად თქვა უარი ქართველ ხალხზე და მათ მომავალზე.

წავიდა? – არ წასულა. აბა, აქ არის? არც აქაა. თუ წავიდა, წაიყვანოს თავისივე მოყვანილი და ძალად თავს მოხვეული პრეზიდენტი, თუ წავიდა ზურგზე მოიკიდოს და გაიყვანოს კობახიძე, თუ მიდის, გაიყოლოს მეორედ მოყვანილი ღარიბაშვილი – თორემ, ეს ან რანაირი წასვლა, ან რანაირი დარჩენა? არც წყალია და არც ღვინოო – ამ სიტუაციაშია ახლა ოცნების მხარდამჭერი, ბიძინას გამო ხმა მისცა სალომეს და სალომე დარჩა და ბიძინამ პასუხისმგებლობა აიცილა, ბიძინას გამო მის გუნდს დაუჭირა მხარი, ისე რომ ეს მისი გუნდი სულაც არ მოსწონს და აბა, ბიძინა? შერჩათ ხელთ ბიძინას გუნდი და ხელიდან გამოეცალათ ბიძინას მილიონები ყველა სოფელს, ბიძინას ასი ქარხანა და ბიძინას ე.წ. ფინანსური დახმარება, რომლის ფასსაც უკვე მერვე არჩევენებია იხდიან, იხდიან და ვერა და ვერ გადაიხადეს.

თეგები: ბიძინა ივანიშვილიგიორგი ჯავახაძექართული ოცნება

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ფოსტის ისტორიულ შენობაში სასტუმრო „ტელეგრაფი“ გაიხსნა

17:07 06-19-2025
თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს
ახალი ამბები

თიბისი x ვერე – თამამი მიზნებისკენ, მთავარია გჯეროდეს

13:47 06-19-2025
თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საზაფხულო შეთავაზება Visa სადებიტო ბარათების მფლობელებისთვის

10:23 06-19-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა, ამჯერად უზბეკეთის შესახებ

12:34 06-18-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved