• რეკლამა
  • კონტაქტი
14:47, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საჩივრების ნაწილში თვლიდნენ, რომ არჩევნები არ წარიმართა სამართლიანად” – კელი დეგნანი

ალია ავტორი - ალია
16:20 08-25-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
183

კელი დეგნანმა საქართველოში დიპლომატიური მისია ოფიციალურად დაასრულა. დღევანდელი შემაჯამებელი პრესკონფერენციის გამართვის დროს, კელი დეგნანს ბოლო პერიოდში გაკეთებული განცხადებები განმარტა და თქვა:

“ჩემი ნათქვამი ზოგმა სწორად გაიგო, იყო არასწორი ინტერპრეტაციაც – გააზრებულადაც და გაუაზრებლადაც. ფაქტი ისაა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას აქამდე ელექტრონულად ხმა არ მიუცია. ინფორმაცია უნდა არსებობდეს იმაზე თუ როგორ მუშაობს პროცესი, როგორ კეთდება ეს. ამაში წინააღმდეგობრივი არაფერია, ეს არის საღი აზრი.

აუცილებელია საგანმანათლებლო კამპანია, საარჩევნო კომისია დარწმუნებული ვარ მაქსიმუმს გააკეთებს მომდევნო თვეებში, რომ მოხდეს საზოგადოების ინფორმირება. იყო პრობლემები, მნიშვნელოვანია თანამშრომლების მომზადება ამ სიახლეების გამოსაყენებლად.

ელექტრონული არჩევნები არაა 100%-ით დაცული. ზოგან ამ პრინციპს იყენებენ, ზოგან კი ამ გამოცდილების შემდეგ თქვეს, რომ ეს არაა საუკეთესო გზა. ამიტომ მოსახლეობის ინფორმირება უნდა მოხდეს, რომ არ იყოს შეფერხებები და ხარვეზები.

სამართლიანი არჩევნების თაობაზე ეუთო/ოდირის ანგარიშს უნდა გაეცნოთ – სამართლიანი მისთვის არავის უწოდებია. იყო მთელი რიგი კარგი მოვლენა – რომ ის იყო კარგად ადმინისტრირებული, მაგრამ რისი ნახვაც გვსურს არის ის, რომ თითოეული შემდეგი არჩევნები ჯობდეს წინას.

საჩივრების ნაწილში თვლიდნენ, რომ არჩევნები არ წარიმართა სამართლიანად. მნიშვნელოვანია, ამომრჩევლები თვლიდნენ, რომ მისი საჩივარი სწორად არის განხილული. სადამკვირვებლო მისია მომავალი წლისთვის შეიკრიბება და ეს იქნება მნიშვნელოვანი,” – განაცხადა კელი დეგნანმა.

ცნობისთვის, მომავალი კვირიდან საქართველოში ამერიკის ელჩის მოვალეობას კელი დეგნანის მოადგილე შეასრულებს. კელი დეგნანის შემცვლელი კი უკვე ცნობილია – ეს არის რობინ დანიგანი, რომელიც ოფიციალურად სენატმაც დაამტკიცა. მას საქართველოში სავარაუდოდ ოქტომბრიდან უნდა ველოდოთ.

წყარო – რუსთავი2

თეგები: კელი დეგნანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?
ახალი ამბები

სად შეგიძლია მიიღო ოქროს სანაცვლოდ ყველაზე მაღალი შეფასება?

08:00 11-12-2025
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved