პოლიტიკოსი, დავით ზურაბიშვილი:
“უკრაინაში რუსები ხერსონიდან გარბიან. ამერიკაში ტრამპისტები ვერ იგებენ.
და რა ხდება ამ დროს ჩვენთან?
სატროლეთი დუმს.
საბოტეთი შოკშია.
ოცნება პეპლებს აშეარებს.
ალტინფოს ეთერში გედების ტბაა.
ხალხის ძალაში ოცდათორმეტჯერ დაიწყეს ახალი წერილის წერა და ოცდათორმეტჯერვე შეწყვიტეს.
ეჰ, რა გინდა რომ უთხრა ახლა ამ ხალხს?
ჯერ სადა ხართ!”
კომენტარები