ალეკო ელისაშვილი, ტვ პირველის ეთერში, ამბობს:
“რეალურად ზოგი რატოა გაფიჩინებული და რატომ არ უნდა შესვლა, ყველამ იცის, ყველამ იცის რაზე იყო ლაპარაკი იქ. ყველას უნდა შესვლა, ერთი-ორს გამოვრიცხავ, რადგან მათ არაფერი აინტერესებთ ფულის აღების გარდა. არის რამდენიმე პარტია, რომელსაც უნდა ფული…
ჩემთვის ოპოზიციური პარტიები იყოფა სამად:
არიან “საბოტაჟნიკები”, რომლებსაც ამ მოლაპარაკების ჩაშლა უნდათ და ამათი “ატამანები” არიან ბოკერია, უგულავა – ევროპული საქართველო.
არიან ორჭოფები, რომლებიც დახურულ კარს მიღმა ამას ლაპარაკობენ, გარეთ კიდევ სხვას… “ნაციონალური მოძრაობა” მერყეობს, მაგრამ მართლა მერყეობენ, არ მაიმუნობენ, როგორც ჩანს, შიგნით დიდი დაპირისპირებაა, ვიღაცეებს შესვლა უნდათ, ვიღაცეებს შესვლა არ უნდათ… “ლელოც” ორჭოფია
და ვართ შეთანხმებისტები, ვისაც გვინდა ხელი მოვაწეროთ… რესპუბლიკური პარტიაა შეთანხმებისტი. როცა შევხვდით მე და დათო ბერძენიშვილი, მათ შორის ეს საკითხიც გავიარეთ…
არავის აქვს პასუხი კითხვაზე, თუ მოლაპარაკება ჩაიშალა, მერე რა ხდება?”
კომენტარები