• რეკლამა
  • კონტაქტი
21:42, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“საბოტაჟი და პარალიზება – გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის” – ჯაფარიძე

ალია ავტორი - ალია
16:27 08-11-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
399

ათწლიანი რუსობა უნდა დასრულდეს… დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი და პარალიზება – ვიდეომიმართვას ამ სახელწოდებით “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი ზურა ჯაფარიძე აქვეყნებს და ამბობს:

 

ა) ივანიშვილის ოცნება არის არალეგიტიმური, მათ უზურპირებული აქვთ ძალაუფლება;

ბ) სანამ მმართველობის ეს სისტემა არ შეიცვლება, არ იქნება არანაირი სტატუსი ევროპიდან;
ანუ სანამ არ მოხდება ე.წ. დეოლიგარქიზაცია, ეს ქვეყანა გააგრძელებს ჩაძირვას;

გ) ამ სისტემის დღევანდელი ფაქტობრივი მესვეური, ივანიშვილი, ამ სისტემას თვითონ არ შეცვლის;
ოლიგარქი თვითონ არ დაასრულებს მმართველობის ამ ფორმას, მას ძალაუფლება შეიძლება მხოლოდ ძალით წაართვა.

დ) მმართველობის ამ სისტემის შეცვლის, იგივე დეოლიგარქიზაციის შანსი გაჩნდება მხოლოდ არჩევნებით ამ სისტემის დღევანდელი მესვეურის, ივანიშვილის დამარცხების შემდეგ;

ვერანაირი მოლაპარაკებებით, დიალოგით, თანამშრომლობით, ინსტიტუტების გამოყენებით და ა.შ. ივანიშვილს ვერაფერს დაათმობინებ. მოგატყუებს, გადაგაგდებს, დაგცინებს, გამოგიყენებს და მიგაგდებს, რაც არაერთხელ გაუკეთებია.

ე) სისტემის დამარცხება და მმართველობის ამ ფორმის შეცვლა უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე არსებული ეს ფანჯარა შეიძლება სწრაფად დაიხუროს;

ვ) ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ამოცანა არის მივაღწიოთ არჩევნებს რაც შეიძლება სწრაფად, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს და რა სისტემითაც არ უნდა მოგვიწიოს მისი ჩატარება;

ზ) მოწინააღმდეგე არ არის მხოლოდ ივანიშვილი. მოწინააღმდეგე არის სისტემა, რომლის სათავეშიც დღეს არის ივანიშვილი. ამ სისტემის ნაწილია როგორც პარტია ქართული ოცნება, ისე ხელოვნურად გაბერილი ბიუროკრატია, ივანიშვილთან და რუსეთთან ალიანსში მყოფი საპატრიარქო, ალიანსში მყოფი ქურდული სამყარო, ნაყიდი კულტურისა და სპორტის ე.წ. მოღვაწეები, ნაყიდი სკოლებისა და ბაღების თანამშრომლები, პოლიცია, პროკურატურა, სასამართლო და ამათი ყველას მართვის ცენტრი – სუსი

ამ სისტემას ზურგს უმაგრებს რუსეთი, რადგან ეს სისტემა არის გარანტია ამ ქვეყნის კიდევ უფრო გაფარჩაკების…

 

მე გთავაზობთ ბრძოლას ამათთვის ძალაუფლების წართმევისთვის. მე გთავაზობთ ბრძოლას ისეთი მეთოდებით როგორიცაა დაუმორჩილებლობა, პროტესტი და საბოტაჟი;

მე მჯერა რომ ამათ, ხელისუფლებაში მოკალათებულ ორკებს, ხელი უნდა შევუშალოთ ძალაუფლების შენარჩუნებაში, არა ქვეყნის მართვაში, როგორც მათ სურთ რომ წარმოაჩინონ, არამედ ძალაუფლების შენარჩუნებაში, რაც პიდაპირ ითარგმნება ქვეყნის გაპარტახებაში და რუსეთისთვის ნელ-ნელა ჩაბარებაში.

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება, მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ჩემთვის ბევრად კომფორტულია პრობლემურ თემებზე საუბარი, კამათი, კრეატიული ვიდეოების კეთება, ტელეეთერებში სიარული, მაგრამ ეს არ არის საკმარისი;

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება- სექტემბრიდან მე და ჩემი მეგობრები ვაპირებთ მეტწილად ამას დავუთმოთ ჩვენი დრო

დაუმორჩილებლობა, პროტესტი, საბოტაჟი, პარალიზება – სანამ არ დანიშნავენ რიგგარეშე არჩევნებს

მე გთავაზობთ ყველას ამაში მონაწილეობას. არ მაინტერესებთ რომელი პარტიის მხარდამჭერი ხართ, არ მაინტერესებს რა წარმოდგენების ხართ ჩემზე ან გირჩზე, არ მაინტერესებთ ვის დაუჭერთ მხარს მომავალში

მაინტერესებს მხოლოდ სამი რამე:

1. გააზრებული გაქვთ თუ არა რომ თავზე ძალაუფლების უზურპატორი რუსეთის მონები გაზიან
2. გააზრებული გაქვთ თუ არა რომ არჩევანის უფლებას მხოლოდ ბრძოლით, ქუჩაში ბრძოლით დაიბრუნებთ
3. მზად ხართ თუ არა ასეთი ბრძოლისთვის…

 

ესენი უნდა წავიდნენ რაც შეიძლება სწრაფად, რიგგარეშე არჩევნების სწრაფად მიღწევა არის ახლა მთავარი მიზანი, 10 წლიანი რუსობა უნდა დასრულდეს”

http://

თეგები: ზურაბ ჯაფარიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved