• რეკლამა
  • კონტაქტი
16:17, ორშაბათი, 21 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,საბოლოოდ ივანიშვილი დარჩა სოფლის ორღობის wannabe დიქტატორის დონეზე“ – სააკაშვილი

ალია ავტორი - ალია
15:18 09-21-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
112

მიხეილ სააკაშვილი ციხიდან წერილს ავრცელებს:

,,ის რაც ხდება 21-ე სკოლის თავს, ბაღის ბავშვების დაწამვლასთან დაკავშირებით, ჯარში და ბაღში მატლიანი საჭმლის შეტანით კიდევ ერთხელ გვაბრუნებს ქოცური “მშვიდობის” თემასთან.

სინამდვილეში ჭორვილელის კაპიტულანტურმა მიდგომამ ამ წუთში შეიძლება დროებით აგვარიდოს რუსეთის ჯარის თბილისში შემოსვლას, მაგრამ გარდაუვლად თავს დაგვატეხს კიდევ უფრო დიდი უბედურებას.

ჩვენ პრაქტიკულად გვაბრუნებენ 1990-ში, საიდანაც ამოვათრიეთ ის, ვარდების რევოლუციის შემდეგ. ეს პოლიტიკა ზუსტად იმ ეპოქაში მიგვაქანებს. დღეს საქართველო დაპყრობილი აქვს ერთმანეთის დამჭმელ, ფულიან და კარგად შეიარაღებულ ბანდებს, ხალხს, რომელიც კრიმინალებს არის გადასკვნილი და საერთაშორისო მაფიასთან არის ვალში და რა ძნელი მისახვედრია თუ სად ამოყოფენ ისინი ამ სერიალის ბოლოს თავს. ეს გარდაუვლად დამთავრდება დიდი სისხლის ღვრით.

ამ დროს ეს ცინიკური არსებები ლაპარაკობენ “რადიკალები” როგორ ანგრევენ ქვეყანას ტროტუარების დგომით. ამ ყალბი მშვიდობის ალტერნატივა, მყარი ნამდვილი მშვიდობა დემოკრატიით, მყარი ინსტიტუტებით, ხალხის და არა კუტოკების მიერ არჩეული ძლიერი ანგარიშვალდებული ლიდერით და გარშემო ბევრი ძლიერ მეგობარი ქვეყნით. მაშინ ბავშვებიც გადარჩებიან და არც სკოლას დაანგრევენ. ისევე როგორც ანგრევენ უნივერსიტეტის კორპუსს, ილიაუნის შენობას, რიყის თეატრს ივანიშვილის მორიგი უგემოვნო შენობების ასაგებად.

ჩემი პრეზიდენტობის დროს ხაშურის დეპუტატად მომუშავე ბანდიტმა გელაშვილმა ავლაბარში ცეცხლი წაუკიდა სკოლის შენობას, რათა შემდეგ იქ კორპუსი აეშენებინა. ცეცხლი ჩააქრეს ხოლო ის გელაშვილი პარლამენტიდან გააგდეს და პასუხისმგებლობაში მისცეს. ახლა გელაშვილები გვმართავენ, მე “მასამართლებენ”, ჩვენ და მათ თავის დროზე ხალხმა საკუთარი პასტებით მისცა ხმა სანამ მიზეზ-შედეგობრივ კავშირს არ დავინახავთ კიდევ ბევრი რამ დაინგრევა და ბევრი დაიწამლება.

რეალურად ივანიშვილი კი არის მთავარი ყაჩაღი, მაგრამ ვერანაირად ვერ შედგა როგორც ნამდვილი დიქტატორი და საბოლოოდ დარჩა სოფლის ორღობის wannabe დიქტატორის დონეზე (ეს არის ქაოსის შემქმნელი). ეს ასეა, ვინაიდან მას დაკარგული აქვს კონტროლი ძირითად პროცესებზე, რაც არეულობას იწვევს და თან დიქტატორი რომ იყო, უნდა გესმოდეს თუ რა არის სახელმწიფო და როგორ ფუნქციონირებს ის და ჭორვილელი ამის გარტყმაშიც არაა. მას დიქტატორობა მხოლოდ ციხეში ყველას ჩასმა გონია ამიტომ როგორც კი მას მოვიშორებთ და ეს აუცილებლად მალე მოხდება, ზუსტად ისეთივე ზომებია გასატარებელი წესრიგის აღსადგენად როგორიც 2003 წლის შემდეგ გატარდა. კიდევ კარგი გვაქვს ამის გამოცდილება. ვიცით რა არის გასაკეთებელი და რა შეცდომებია გამოსარიცხი ასევე გაჩნდა ძალიან ბევრი ახალი ადამიანი იდეებით და ენერგიით.

ახლანდელი გადმოსახედიდან 2010 წელს საპარლამენტო სისტემის შემოღება იყო შეცდომა. ეს სისტემა ტოვებს ბოროტად გამოყენების შესაძლებლობას ჭორვილელისთვის, რომელიც ბუჩქების იქიდან ხან ერთ არავის მიერ არჩეულ უცხოპლანეტელ ჰუმანოიდს შემოგვიგდებს ხოლმე, ხან მეორეს და თვითონ თავს არიდებს ანგარიშვალდებულებას. საქართველოს ისევ სჭირდება ძლიერი პრეზიდენტი ავტონომიური პარლამენტით სადაც იქნება ძლიერი უმრავლესობა და ოპოზიცია, რომელსაც მოუსმენენ და რა თქმა უნდა ძლიერი დამოუკიდებელი სასამართლო და ძლიერი საზოგადოება და მაშინ ყველაფერი დალაგდება და სწორედ ეს არის გზა მყარი მშვიდობის განვითარების და თავიდან აგვაცილებს 1990-იანების ძალიან სისხლიან სცენარს.“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“
ახალი ამბები

თიბისის მდგრადი განვითარების ღონისძიება – „მდგრადი ტრანსფორმაცია: ხელოვნური ინტელექტი, ტექნოლოგიები, ბიზნესი და ზეგავლენა“

14:45 09-21-2026
მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ
ახალი ამბები

მზად მომავლისთვის – საბავშვო ანაბრის გახსნა უკვე თიბისი მობაილბანკიდან შეგიძლიათ

13:10 09-21-2026
ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე ინტერნეტ და სასაუბრო პაკეტები სპეციალური პირობით!

12:54 09-21-2026
Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა
ახალი ამბები

Სელფი გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის კვირეულის მონაწილეა

12:32 09-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved