“ქართული მარშის” ლიდერი, სანდრო ბრეგაძე, განცხადებას ავრცელებს:
არა დიდგორობას – დიახ ლგბტ-აღლუმს !!!
საქართველოს მთავრობა უარს აცხადებს დიდგორის ბრწყინვალე გამარჯვების 900 წლის იუბილეზე “დიდგორობა” გამოაცხადოს სახელმწიფო დღესასწაულად და ამის ნაცვლად ივნისის შუა რიცხვებში მწვანე შუქს უნთებს ლგბტ-პრაიდს, ლგბტ-აღლუმს და ჰომოსექსუალთა მსვლელობას რუსთაველის გამზირზე !!!
დავით აღმაშენებლის დღე არ ავღნიშნოთ და ჰომოსექსუალთა კვირეული ვაქციოთ დღესასწაულადო – აცხადებს ხელისუფლება !!!
1 თვეზე მეტია მთავრობის კანცელარიაში დევს ქართული მარშის მოთხოვნა – დიდგორობა გამიცხადდეს დღესასწაულად და ამის მაგივრად ლგბტ-პრაიდის კვირეული გამოგვიცხადეს დღესასწაულად !!!
საბოლოოდ დაიმსხვრა მითი ქართული ოცნების ეროვნულობის და ქართველობის შესახებ.
კარგად შეფუთული სიმახინჯის გაშიშვლების შემდეგ ლამაზი ოცნების ნაცვლად, მახინჯი ცახესის გარყვნილი სხეული შეგვრჩა ხელთ !!!
საქართველოს მთავრობა – რაც არ უნდა მოინდომოთ დიდგორობას – უარი და ლგბტ-აღლუმს დიახ, არ გამოგივათ, ვერ გამოგივათ, ვერააა!!!
ქართული მარში გაძლევთ გარანტიას – ივნისში ლგბტ-აღლუმს ჩავშლით, ხოლო 12 აგვისტოს დიდგორობა საერთო-სახალხო-ეროვნული დღესასწაული იქნება !!!”
კომენტარები