აშშ-ის პრეზიდენტმა, ტრამპმა, რუსეთის პრეზიდენტთან, პუტინთან შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შეთანხმება არაა მიღწეული. არადა, პუტინი იგივე შეხვედრის შემდეგ, იგივე პრესკონფერენციაზე საპირისპიროს აცხადებდა.
ტრამპი:
ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ძალიან ბევრ საკითხზე შევთანხმდით, დიდ თემებზე ჯერ შეთანხმებისთვის არ მიგვიღწევია, მაგრამ წინსვლა გვაქვს. საბოლოო შეთანხმება მიღწეული არ არის მე ცოტა ხანში დავურეკავ NATO-ს წარმომადგენლებს, დავურეკავ ვოლოდიმირ ზელენსკის და მოვუყვები დღევანდელი შეხვედრის შესახებ…
პრეზიდენტ პუტინთან ყოველთვის ფანტასტიური ურთიერთობა მქონდა.. ჩვენ ბევრი რთული შეხვედრა გვქონია.
ჩვენ შევაჩერებთ კვირაში 6-დან 7 ათასამდე ადამიანის მკვლელობას და ვლადიმერ პუტინს ისევე უნდა ამის გაკეთება, როგორც მე. დიდი მადლობა ბატონო ვლადიმერ და ძალიან მალე ისევ დაგელაპარაკები და ალბათ ძალიან მალე შევხვდებით”
– “შემდეგ ჯერზე, მოსკოვში” ,- უპასუხა მას პუტინმა
“ვეთანხმები ტრამპს, უკრაინის უსაფრთხოებაც უნდა იყოს გათვალისწინებული” – პუტინი
კომენტარები