• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, ხუთშაბათი, 13 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბერძნეთი ხანძარს ებრძვის – დაკვამლიანების გამო ათობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი

ალია ავტორი - ალია
12:55 08-14-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
244

ათენის გარეუბანში გაჩენილი ტყის ხანძარი საბერძნეთის დედაქალაქს უახლოვდება და საფრთხეს უქმნის. ხანძარმა უკვე ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაკვამლიანების გამო ათეულობით ადამიანი საავადმყოფოშია გადაყვანილი. სამაშველო და სახანძრო სამსახურის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ვითარება „უკიდურესად რთულია“. ამ დრომდე სტიქიის ზონაში ასობით მეხანძრე მაშველი ცეცხლის ჩაქრობას ვერ ახერხებს.

ეპიცენტრში მობილიზებულია 700-ზე მეტი მეხანძრე და მოხალისე, 200-მდე სახანძრო ავტომობილი და 35 სპეციალური თვითმფრინავი.

ათენის ჩრდილოეთით მდებარე უბნებიდან მოსახლეობის სასწრაფო წესით ევაკუაცია მიმდინარეობს. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს სტიქიური უბედურების ზონაში ჩარჩენილი ადამიანები უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაჰყავთ. ევაკუაციის პარალელურად ორიათასი მეხანძრე და სამხედრო სტიქიის ლოკალიზებას ცდილობს. ათენის ცაზე ოცდათორმეტი თვითმფრინავია მობილიზებული. ძლიერი ქარის გამო სპეც ტექნიკას ხილვადობის არეალი შეზღუდული აქვს, რაც ქრობის პროცესს აფერხებს.

საბერძნეთში ტყის ხანძრები ხშირად ფიქსირდება ცხელი და მშრალი ამინდის გამო, თუმცა სპეციალისტების თქმით, ბოლო დროს ხანძრები უფრო ხშირი და ინტენსიური გახდა, მიზეზი კი კლიმატის ცვლილებებია.

სააგენტო „როიტერი“ წერს, რომ ტყის ხანძრები ფიქსირდება ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის ესპანეთში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით დაბა ბედიანში სპორტული ცოცვის ფესტივალი გაიმართა

14:35 08-11-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved