14 წლის ამერიკელი გოგონა და მისი უმცროსი და ოჰაიოს შტატში ტრაგიკულ შემთხვევას ემსხვერპლა- ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც დები სახლის უკანა ეზოში ჰამაკში იწვნენ და თავზე აგურები დაეცათ.
ტრაგიკული შემთხვევა კვირას საღამოს მოხდა, როდესაც გოგონები თავიანთ სახლში ქალაქ კლივლენდში იმყოფებოდნენ.
ინციდენტიდან რამდენიმე საათის შემდეგ, გოგონები საავადმყოფოში გარდაიცვალნენ. გავრცელებული ვერსიით, გოგოები რომლებიც იწვნენ ჰამაკში, მიბმული იყო ხესა და ბოძს შორის. სწორედ აღნიშნული აგურებიანი ბოძი ჩამოინგრა, რომლის ნატეხებმაც სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ტრავმები მიაყენა დებს.
ნიუპოსტი
კომენტარები