• რეკლამა
  • კონტაქტი
07:37, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბავშვო ბაღთან, მშობლის დაჭრის ფაქტზე, ცნობილი ბიზნესმენის შვილი დააკავეს

ალია ავტორი - ალია
16:50 11-14-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
446

სამართალდამცველებმა თბილისში, ჟვანიას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის ფაქტზე, ბიზნესმენ თამაზ ელიზბარაშვილის ვაჟი, გურამ ელიზბარაშვილი დააკავეს.

“პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, სროლა საბავშვო ბაღთან მოხდა. მშობელი, რომელმაც ბავშვი ბაღში დატოვა, სიტყვიერი კონფლიქტის შემდეგ, ცეცხლსასროლი იარაღით არის დაჭრილი. ის კლინიკაში გადაიყვანეს.

დაზარალებული უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ბრალდებულ გურამ ელიზბარაშვილს პოლიციის განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ფაქტზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით მიმდინარეობს.

თამაზ ელიზბარაშვილი ამტკიცებს, რომ ძაღლთან დაკავშირებით მომხდარი უთანხმოება ორმხრივ სროლაში გადაიზარდა და მისი შვილიც ფეხშია დაჭრილი, იუწყება „ტვ პირველი“:

გამოვთქვიო საყვედური, აქ რატომ გამოგყავს ძაღლიო, რატომ ასეირნებ სკვერში ძაღლსო, ჩემს შვილს უთქვია, რას ჰქვია, ძაღლია და სკვერში უნდა გამოვიყვანო, აბა, სად წავიყვანო, სახლში ხომ არ მოისაქმებსო და შესაბამისი ცელოფანით იღებს მოსაქმებულს და აგდებს სანაგვე ურნაში. ამას დაუწყია გინება, ჩხუბი და ფეხი მოუქნევია ძაღლისთვის, ბუნებრივია, ჩემმა შვილმა დაიცვა ჩვენი ოჯახის ოთხფეხა წევრი. მერე რა მოხდა, როგორ მოხდა, ჩემი შვილი ფეხში ტყვიითაა დაჭრილი, ბუნებრივია, ორმხრივი სროლა იყო. კამერები ამოიღეს, იმ უცხოელს იარაღი ჰქონდა, მანქანაში ედო, მანქანით იყო მისული,” – ამბობს თამაზ ელიზბარაშვილი. 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved