• რეკლამა
  • კონტაქტი
05:17, ორშაბათი, 23 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა 6 წლამდე გაიზრდება – კანონპროექტი

ალია ავტორი - ალია
12:39 11-12-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადა 4-დან 6 წლამდე იზრდება – ამის შესახებ განათლების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტში წერია.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, კანონპროექტის მიზანია, ერთი მხრივ, დაწესებულებების ადმინისტრაციული დატვირთვის შემცირება, მეორე მხრივ კი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის (NCEQE) რესურსების მაქსიმალური კონცენტრაცია მიმდინარე რეფორმის მიზნებზე, რაც სახელმწიფო ბიუჯეტისთვის მინიმუმ 6 მილიონი ლარის გადანაწილებას გულისხმობს.

ამჟამად მოქმედი კანონმდებლობით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისთვის ავტორიზაციის ვადა 4 წელია. მიღებული კანონპროექტით, ეს ვადა 6 წლამდე განისაზღვრება, რაც სტანდარტთან შესაბამისობაში მოიყვანს სხვა საგანმანათლებლო საფეხურების ვადებს:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება: 9 წელი (სწავლის ხანგრძლივობის შესაბამისად).
პროფესიული/უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება: 6 წელი.
ადრეული და სკოლამდელი დაწესებულება (ახალი): 6 წელი.
როგორც პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ვადის გაზრდა მიზანშეწონილია იმისთვის, რომ ავტორიზაციის, როგორც გარე ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმის ეფექტიანობა გაიზარდოს, სწავლის ხანგრძლივობის შესაბამისად.

დოკუმენტის მიხედვითვე, ცვლილება პირდაპირ კავშირშია ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის მიმდინარე რეფორმასთან. რეფორმის ფარგლებში, 2029 წლის ბოლომდე საქართველოში არსებულმა 2050-მა დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაციის პროცესი.

4-წლიანი ვადის შენარჩუნების შემთხვევაში, NCEQE-ს ყოველწლიურად დაახლოებით 400 ადმინისტრაციული წარმოების ჩატარება უწევდა, რაც მნიშვნელოვან ფინანსურ და ადამიანურ რესურსებთან იყო დაკავშირებული.
6-წლიანი ვადის დაწესება ცენტრს საშუალებას მისცემს, რესურსები კონცენტრირებული იყოს პირველად ავტორიზაციაზე, რათა მიღწეულ იქნეს 2029 წლის ბოლომდე ყველა დაწესებულების ავტორიზაციის მიზანი.
კანონპროექტის მიღება დადებითად იმოქმედებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან ავტორიზაციის პროცესი როგორც კერძო, ასევე საჯარო დაწესებულებებისთვის უფასოა და სრულად სახელმწიფო ბარჯგით ფინანსდება.

ერთი დაწესებულების ავტორიზაციისთვის ბიუჯეტიდან საშუალოდ 5,000-7,000 ლარი გამოიყოფა.
ხელახალი ავტორიზაციის ვადის 4-დან 6 წლამდე გაზრდა მინიმუმ 6 მილიონი ლარის გადანაწილების საშუალებას მისცემს ბიუჯეტს 6-წლიან შუალედში, 2029 წლიდან დაწყებული, ნაცვლად 4-წლიანი შუალედისა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved