• რეკლამა
  • კონტაქტი
12:57, პარასკევი, 4 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებენ

ალია ავტორი - ალია
12:02 09-04-2026
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

“საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო” საბა სხვიტარიძის საქმეს სტრასბურგში ასაჩივრებს.

TI-ში აცხადებენ, რომ ორგანიზაციამ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს უკვე მიმართა.

  • “ჩვენი შეფასებით, საბა სხვიტარიძის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმისწარმოებაში დაირღვა სამართლიანი სასამართლოს უფლება და აღნიშნული უფლების დარღვევა სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა”- აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო“ პოლიტიკური პატიმრის – საბა სხვიტარიძის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში დაიცავს. ორგანიზაციამ უკვე გააგზავნა საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში, რომლითაც იგი ითხოვს, რომ სასამართლომ დარღვეულად ცნოს საბა სხვიტარიძის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება, რაც ორგანიზაციის აზრით, სახელმწიფომ პოლიტიკური მიზნით განახორციელა, რის გამოც იგი ასევე გახდა მე-6 მუხლთან ერთობლიობაში კონვენციის მე-18 მუხლის („უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები“) დარღვევის მსხვერპლიც.

საბა სხვიტარიძის საქმის შესწავლას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“ ორი ბლოგი მიუძღვნა, რომლებიც გამოქვეყნდა გამოძიებისა და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის შეფასების ეტაპებზე.

საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლო, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას დაეყრდნო მხოლოდ პოლიციელი მოწმეების ცრუ ჩვენებებსა და სისხლის სამართლის საპროცესო კანონის უხეში დარღვევის შედეგად მოპოვებულ არასარწმუნო მტკიცებულებებს, უგულებელყო რა, ამასთანავე, დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი გამამართლებელი მტკიცებულებები. ჩვენი შეფასებით, აღნიშნული ხარვეზები, ერთობლიობაში, სერიოზულ ეჭვებს აჩენს საბა სხვიტარიძის მიმართ ჩატარებულ სისხლის სამართლის საქმისწარმოების სამართლიანობასთან და შიდა სასამართლოების მიერ მტკიცებულებებისა და დაცვის მხარის არგუმენტების სათანადოდ შეფასებასთან დაკავშირებით.

დაკავებისას და პოლიციის შენობაში მიყვანისას საბა სხვიტარიძე პოლიციელთა მხრიდან ასევე დაექვემდებარა ძალადობრივ ქმედებებს. მის მიმართ განხორციელებულ არასათანადო მოპყრობას საბა სხვიტარიძე ცალკე საჩივრით გაასაჩივრებს”- აცხადებენ “საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში”. 

საბა სხვიტარიძეს 2025 წლის 3 სექტემბერს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს – მას პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას ედავება.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება
ახალი ამბები

4 შემთხვევა, როდესაც კლინიკაში წასვლას სჯობს პედიატრის გამოძახება

19:29 09-03-2026
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში
ახალი ამბები

წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება – პრესკონფერენცია წინანდალში

18:23 09-03-2026
სტომატოლოგიური ლაიფჰაკები
ახალი ამბები

​რატომ არ უნდა გამოვივლოთ წყალი კბილის გახეხვის შემდეგ? – სტომატოლოგიური ლაიფჰაკები

14:54 09-03-2026
სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?
ახალი ამბები

სამედიცინო ხარისხის კონტროლი – რა უნდა იცოდეს პაციენტმა?

09:00 09-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved