• რეკლამა
  • კონტაქტი
07:12, პარასკევი, 6 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საავიაციო „მეკობრეობა“ – აშშ-მა ბელარუს მაღალჩინოსნებს თვითმფრინავის გატაცებაში ბრალი დასდო

ალია ავტორი - ალია
12:04 01-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
28

აშშ-მა ბელარუსი მაღალჩინოსნები ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავის გატაცებაში დაადანაშაულა. ბრალდებულებს შორის არიან „ბელაერონავიგაციის“ ხელმძღვანელი ლეონიდ ჩურო და მისი მოადგილე ოლეგ კაზიუჩიცი.

გამოძიების ცნობით, მათ „რაინეარის“ თვითმფრინავზე არსებული ბომბის შესახებ ინფორმაცია გააყალბეს, რათა ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტი, ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი დაეკავებინათ.

23 მაისს Ryanair-ის FR4978 რეისი, ათენიდან ვილნიუსში შეფერხების გარეშე უნდა ჩაფრენილიყო. თუმცა, ბელარუსის საჰაერო სივრციდან გასვლამდე Ryanair-ის სამგზავრო თვითმფრინავის ბორტზე მყოფმა პილოტებმა ბელაერონავიგაციისგან მიიღეს გამაფრთხილებელი შეტყობინება, ბორტზე შესაძლო ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ და ამასთან, მითითება, მოებრუნებინათ თვითმფრინავი და დაესვათ ის მინსკში.

ირლანდიური ავიახაზების პილოტები დაემორჩილნენ ბელარუსის ოფიციალურ მოთხოვნას და, მიუხედავად იმისა, რომ დანიშნულების ადგილი უფრო ახლოს იყო, ვიდრე მინსკი, ბელარუსის დედაქალაქისკენ აიღეს კურსი. თვითმფრინავს რუსული წარმოების ავიაგამანადგურებელი, MiG-29 მოყვებოდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ გამანადგურებელი სამოქალაქო თვითმფრინავს ბელარუსის პრეზიდენტის პირადი დავალებით აადევნეს.

მინსკში დაშვების შემდეგ ბელარუსის სპეციალურმა სამსახურებმა თვითმფრინავიდან მგზავრები გადმოსხეს, ბარგი გაჩხრიკეს, თვითმფრინავი 7 საათით დააყოვნეს ხმელეთზე და მხოლოდ ამის შემდეგ გასცეს ნებართვა, FR4978-ს დაესრულებინა დაგეგმილი რეისი.

თვითმფრინავი ვილნიუსში ადგილობრივი დროით 21:25-ზე დაეშვა. გავრცელებული ცნობებით,  ბორტზე აღარ იმყოფებოდა რამდენიმე მგზავრი: ბელარუსის ერთი და რუსეთის რამდენიმე მოქალაქე. მანამდე გავრცელებული ცნობები, ბელარუსი აქტივისტის დაკავებაზე ოფიციალურად დადასტურდა.

ამავე საქმეში ფიგურირებს ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ორი თანამშრომელი.

საუბარია 2021 წლის მაისში, მინსკის აეროპორტში მომხდარ ინციდენტზე, რა დროსაც სამგზავრო თვითმფრინავი იძულებით დასვეს. ამ დროს სხვა მგზავრებთან ერთად ბორტზე იმყოფებოდა აშშ-ის ოთხი მოქალაქეც.

როგორც აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში განმარტეს, ბელარუსმა მაღალჩინოსნებმა დეტალურად შეადგინეს სქემა და ბომბის შესახებ ინფორმაციის გაყალბება მოახდინეს. აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტს განცხადებითვე, მსგავსი ქმედებით მათ დაარღვიეს საერთაშორისო წესები და აშშ-ის სისხლის სამართლის კოდექსი და ასევე საფრთხე შეუქმნეს უდანაშაულო მგზავრების სიცოცხლეს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:46 03-05-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები, ულიმიტო და უსასრულო კომბინაციები სპეციალურ ფასად!

13:55 03-05-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved