• რეკლამა
  • კონტაქტი
14:21, ოთხშაბათი, 11 ნოემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა – თამარ გაბუნია

ალია ავტორი - ალია
11:31 08-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვა არის მაქსიმალური. მობილიზებულია 7 700-მდე საწოლი, ამგვარად, ჩვენ გარკვეულწილად ვუახლოვდებით შესაძლებლობის მაქსიმუმს, რაც აქვს ჰოსპიტალურ სექტორს 8 ათასი საწოლის სახით, – ამის შესახებ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ამ ეტაპზე კლინიკებში 7 300-ზე მეტი პაციენტი იმყოფება, აქედან 350-მდე რეანიმაციაში მკურნალობს. გაბუნიამ ასევე განმარტა როგორია რეანიმაციაში მოხვედრილი ვაქცინირებული მოქალაქეების პროცენტული მაჩვენებელი.

„საავადმყოფოში მოხვედრილთა უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა. რეანიმაციაში აქამდე მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა. მათ შორის ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0,3%. რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისა და მძიმე შემთხვევების განვითარებისგან. გარდაცვალების მატების პირველი მიზეზი არის შემთხვევების მაღალი რაოდენობა. შემთხვევების უდიდესი ნაწილი არის დელტა შტამით გამოწვეული. ინფრასტრუქტურული გამართულობა და გამოცდილება დღეს სისტემას უფრო მეტი აქვს, ვიდრე ჰქონდა ნოემბერ-დეკემბრის პერიოდში. პროპორციულად გარდაცვალების რაოდენობა არ იმატებს, ვრჩებით 1.3-1.4%-ის ფარგლებში, თუმცა აბსოლუტურ ციფრებში ეს ძალიან მაღალი, საგანგაშო მაჩვენებელია“, – განაცხადა გაბუნიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 501 297 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 436 977, გარდაიცვალა 6 590 პაციენტი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, საქართველოში პირველად მოეწყო გამოფენა „Fashion Frames: სადაც სტილი კინოდ იქცევა”

14:04 11-11-2026
ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება
ახალი ამბები

ბაზისბანკი ახალგაზრდა ტალანტების მხარდაჭერას განაგრძობს, UNI4VERSE – FINEDU-ს გამარჯვებული გუნდი Web Summit-ზე გაემგზავრება

16:26 11-10-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში საერთაშორისო სტანდარტების ახალი მათემატიკური კონკურსი ტარდება

15:04 11-10-2026
თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში ვაჭრობის დაფინანსებისა და საერთაშორისო გადახდების შესახებ რეგიონული კონფერენცია გაიმართა – თიბისი

17:07 11-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved