• რეკლამა
  • კონტაქტი
08:33, ოთხშაბათი, 18 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„საავადმყოფოში დაწოლა ნიშნავს სიკვდილს, ასე არ შეიძლება“ – კოვიდსიკვდილიანობის შემაშფოთებელი სტატისტიკა – უმართავი პროცესი, თუ ბიზნესინტერესები?!

ალია ავტორი - ალია
03:41 12-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ათეულობით ადამიანი ისე კვდება საქართველოში, რომ მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზიც უცნობია. არც მკურნალობისას დაშვებული შეცდომები დასტურდება. სამედიცინო წრეში ისიც კი უცნობია, როგორი მეთოდით მკურნალობენ ექიმები ვაქცინირებულ და არავაქცინირებულ პაციენტებს, ხდება თუ არა მათი გამიჯვნდა უშუალოდ მკურნალობის პროცესში და რა ხდება კონკრეტულად, რატომ გახდა პანდემია უმართავი.  მდგომარეობა იმდენად მძიმეა, რომ მედიკოსთა ნაწილი უკვე კერძო ინტერესებზე ალაპარაკდა და ღიად განაცხადეს, რომ არის ადამიანთა არცთუ მცირე წრე, რომელიც სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნის გაზრდითაა  დაინტერესებული.  

პანდემიის მართვის სათავეში კომერციალიზებული პირების ჩართვა,  არასწორი მკურნალობა, ლეტალურ შედეგზე უპასუხისმგებლობა და წინა პლანზე კერძო ინტერესების წამოწევა – ეს რამდენიმე ფაქტორია, რომელსაც ორგანიზაცია ,,გახსოვდეს ჰიპოკრატეს“ დამფუძნებელი, ექიმი მარინა ბერაძე გარდაცვალების რაოდენობის გაზრდის მიზეზებად მიიჩნევს.

ექიმი გამოსავალს პირველადი ჯანდაცვის როლის გაძლიერებაში ხედავს, მანამდე კი მოითხოვს იმ პირების ჩამოშორებას პანდემიის მართვის წინა ხაზიდან, რომლებიც კერძო სექტორს წარმოადგენენ და პირადი ინტერესები ამოძრავებთ. სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნის ზრდა სწორედ ამ პირების ამ ინტერესებშია, რაზეც ბერაძე განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს. ამასთან, მოუწოდებს მთავრობას, ასეთი ადამიანები კოვიდის მართვის პროცესს ჩამოაშოროს, რაც კითხვის ნიშნებს საბოლოოდ მოხსნის.

,,პანდემიის მართვისას შეცდომები პირველივე ეტაპზეა დაშვებული, როგორც კი პაციენტი სიმპტომს ავლენს. არასწორად ხდება მისი მკურნალობა და შესაბამისად, შედეგიც საგანგაშოა.  არ შეიძლება ასე სტაბილურად მიმდინარეობდეს ლეტალური მაჩვენებლების ზრდა და ამ პროცესის შესაჩერებლად არაფერი კეთდებოდეს. ევროპის განვითარებულ ქვეყნებს თუ არ შევედრებით, დააკვირდნენ რეგიონის ქვეყნებს, ასეთი მდგომარეობა არ არის სომხეთსა და აზერბაიჯანში, ხოლო პანდემიასთან ბრძოლის ყველაზე კარგი გამოცდილება თურქეთშია. ჩვენ რეგიონში ყველაზე ჩამორჩენილი ვართ და ლეტალობის მიხედვით მსოფლიოშიც პირველ ადგილზე აღმოვჩნდით. ასეთი მდგომარეობაა და დაუყოვნებლივ უნდა მოხდეს მეცნიერების, ექიმების შეკრება, რომლებიც კომერციულად არ არიან ჩართული სქემაში. კერძო კლინიკის დირექტორი დაინტერესებულია, რაც შეიძლება მეტი ფული მოქაჩოს ბიუჯეტიდან და საერთოდ არ არის შედეგზე პასუხისმგებელი, ამის ვალდებულება არ გააჩნია. ცხადია, ასეთი ადამიანები პანდემიის მართვის წინა ხაზზე არ უნდა იყვნენ. საავადმყოფოში დაწოლა ნიშნავს სიკვდილს, ასე არ შეიძლება. ჯანდაცვის კომიტეტიდან დაწყებული, გიგანტი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები ხელს ითბობენ ამ სიტუაციით, სამედიცინო სერვისებზე მოთხოვნა იზრდება და მატულობს მათი შემოსვლები,  ციფრებით მანიპულირებენ. ამიტომ ვითხოვ ასე დაჟინებით, რომ მოაზროვნე და მეცნიერი ადამიანები შეიკრიბონ და გამოაცხადონ განგაში, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, ცოტა ხანი თუ გვერდზე გაიწევიან პარტიული ექსპერტები, კარგი იქნება. ზუსტად შეიძლება თქვა, რომ მკურნალობა სწორად არ მიმდინარეობს და თუ რამე მეშლება, დაამტკიცონ საპირისპირო“, – აცხადებს მედიკოსი.

მისი თქმით, დიდ ეჭვს იწვევს სიკვდილიანობის სტატისტიკაც, რის პარალელურადაც ფაქტობრივად არანაირი კვლევა არ მიმდინარეობს და გარდაცვალების ზუსტი დიაგნოზი შეიძლება საკამათოც იყოს:

,,ჩვენ გვჭირდება ზუსტი სტატისტიკა, პაციენტების შესწავლა უნდა მოხდეს ბოლომდე, ამასაც ვერ გაართვეს თავი. ბოლოს და ბოლოს, უამრავი სამკურნალო საშუალებით ვართ ცნობილი, რომელიც საზღვარგარეთ ძალიან პოპულარულია, უნდა ვიცოდეთ პირველ ეტაპზე რა მოვიხმაროთ და კლინიკებში როგორ ხდება მკურნალობა. აცრილებს და აუცრელებს ერთნაირად მკურნალობენ თუ არა, ყველაფერი უნდა ვიცოდეთ. არაჯანსაღი დამოკიდებულებაა და ეს უკვე არასერიოზულია, საგანგაშო მდგომარეობამდე მივედით. გარდაცვლილი პაციენტების კვლევა,  პათანატომიური კვეთა არ ხდება, ჩვენ არაფერი ვიცით ამის შესახებ, არაფერი არ ვიცით, როგორია სტატისტიკა, მომაკვდინებელი დაავადებებიც არსებობს, 80 ადამიანი და მეტი თუ კორონათი იღუპება, ამას სხვა კატეგორიაც ემატება, ასე დაუსრულებლად თუ გაგრძელდა სიკვდილიანობა, რამდენიმე წელში ქართველი ერი არ დარჩება. მით უმეტეს, ახალი შტამის მოლოდინია“

წყარო: „კომერსანტი“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

ჩაირთე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები ექსკლუზიური პირობით!

11:59 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved