დღეს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტისმუნიციპალიტეტებში შუალედური არჩევნებიმაჟორიტარული სისტემით ტარდება. ამომრჩევლებიაღნიშნული მუნიციპალიტეტების საკრებულოების 4 მაჟორიტარ წევრს აირჩევენ.
საარჩევნო უბნები გაიხსნა. კენჭისყრა დაწყებულია. შუალედური არჩევნებისთვის ოთხივე საარჩევნოოლქში ჯამში შვიდი უბანია გახსნილი, მათ შორისოთხი წალკაში.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო უბნები გახსნილია ახმეტაში – სოფელ კასრისწყალში, დმანისში – სოფ. ველისპირსა და სოფ. განახლებას შორის, წალკაში სოფლებში – იმერაში, ბარეთში, საბეჭისსა და ლივადში, ვანში -სოფელ ფერეთაში. შესაბამისი საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებმა საკრებულოს შუალედური არჩევნებისთვის სპეციალურად შემუშავებული სატრენინგო პროგრამა გაიარეს.
წალკის 3 საარჩევნო უბანზე და ვანის საარჩევნოუბანზე კენჭისყრა ელექტრონული ვერიფიკაციისა დახმის მთვლელი აპარატების გამოყენებით მიმდინარეობს,. დანარჩენ უბნებზე კი ტრადიციული მეთოდით.
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2 225-სშეადგენს. გადასატანი ყუთის მოთხოვნით საარჩევნოადმინისტრაციას 50 – მა ამომრჩეველმა მომართა.
არჩევნებისთვის რეგისტრირებულია 2 პოლიტიკურიპარტიის მიერ წარდგენილი მაჟორიტარობის 7კანდიდატი. დმანისში, წალკასა და ვანში რეგისტრირებული არიან კანდიდატები საარჩევნო სუბიექტებიდან „ქართული ოცნება“ და „ძლიერი საქართველო – ლელო“, ხოლო ახმეტაში რეგისტრირებულია მხოლოდ „ქართული ოცნების“ კანდიდატი.
აღსანიშნავია, რომ საარჩევნო პროცესს აკვირდება 7 ადგილობრივი ორგანიზაციის 56 დამკვირვებელი, ხოლო პროცესს აშუქებს 8 მედია ორგანიზაციის 187 წარმომადგენელი.
მოვუწოდებთ შესაბამის მაჟორიტარულ ოლქებში რეგისტრირებულ ამომრჩევლებს, იაქტიურონ და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში.
აქვე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საარჩევნოუბანზე მისვლისას ამომრჩეველმა თან უნდა იქონიოსსაქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა ანსაქართველოს მოქალაქის პასპორტი. კენჭისყრა იმართება საღამოს 20:00 საათამდე. იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც კენჭისყრა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ტარდება, საარჩევნო ბიულეტენთან ერთად, რეგისტრატორი ამომრჩეველს გადასცემს შესაბამისი ფორმის სპეციალურ, შესაბამის ჩარჩო-კონვერტს. ელექტრონულ უბანზე მისულმა ამომრჩეველმა სპეციალური მარკერით უნდა გააფერადოს/მონიშნოს მისთვის სასურველი მხოლოდ ერთი კანდიდატის წინ არსებული წრის შიდა სივრცე და სპეციალური ჩარჩო-კონვერტის გამოყენებით ბიულეტენი მოათავსოს ხმის მთვლელ აპარატში ჭრილის საფარის ქვეშ. ხმის მიცემა ფარულია. კაბინაში ფოტო და ვიდეოგადაღება აკრძალულია.
აქვე შეგახსენებთ, რომ დღის განმავლობაში იმუშავებს ცესკოს კონტაქტ-ჰაბი – 2 51 00 51. ასევე მუდმივ რეჟიმში იმუშავებს მედიაცენტრი, სადაც მედიას და საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს საშუალება ექნებათ მიიღონ ინფორმაცია მათთვის საინტერესო საკითხებზე.
(R)











კომენტარები