სააპელაციო სასამართლომ გოგი წულაიას პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. როგორც “მთავარი არხს” მისმა ადვოკატმა, ვალერი გელბახიანმა უთხრა, სააპელაციომ პირველი ინსტანციის განაჩენი შეცვალა და პოლიტიკოსს პატიმრობა 138-ე მუხლის თანახმად მიუსაჯეს.
გელბახიანის თქმით, “ხელისუფლება გოგი წულაიას პოლიტიკურ დევნას განაგრძობს”. დაცვის მხარე სააპელაციოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
კომენტარები