23 და 24 იანვარს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში უკრაინის, აშშ-სა და რუსეთის სამუშაო ჯგუფებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
მისივე თქმით, ეს იქნება პირველი სამმხრივი შეხვედრა, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
“ამერიკული გუნდი დღეს მოსკოვში წავა, ისინი პრეზიდენტ ტრამპთან ჩემს შეხვედრას ელოდებოდნენ, ახლა ისინი წავლენ და ჩემი გუნდი ამერიკულ გუნდს შეხვდება. ვფიქრობ, ეს პირველი სამმხრივი შეხვედრა იქნება საამიროებში. ვფიქრობ, რომ ეს ხვალ და ზეგ იქნება. ეს იქნება შეხვედრა, რომელიც ორ დღეს გაგრძელდება საამიროებში”, – განაცხადა ზელენსკიმ.














კომენტარები