31 დეკემბრიდან 7 იანვრამდე ნებისმიერ მსურველს საახალწლოდ მორთული ორბელიანების სასახლის ეზოს და საახალწლო ნაძვის ხის დათვალიერების შესაძლებლობა ექნება.
ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პრეზიდენტის „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზეა განთავსებული.
მსურველები ორბელიანის სასახლეს 10:00 საათიდან 20:00 საათამდე უნდა ესტუმრონ.
„საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გილოცავთ ახალ წელს და სიხარულსა და ბედნიერებას გისურვებთ!“,- აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები