• რეკლამა
  • კონტაქტი
21:21, ორშაბათი, 9 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

საახალწლო მანიფესტი: მოლოდინიდან მოქმედებამდე – გოგა გაგნიძე

ალია ავტორი - ალია
23:18 12-31-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
265

ფოტოკოლაჟი – გოგა გაგნიძე

ისტორიკოსი, გოგა გაგნიძე:

საახალწლო მანიფესტი: მოლოდინიდან მოქმედებამდე

საკრალურს უნდა შევეხო – ახალ წელს,

როგორ მიილია 2025?
ვისთვის – ტკივილით, გამოფიტვით, მარცხითა და ბრაზით,

ვისთვის – დაბნეულობითა და გათითოკაცებით,

ვისთვის – დანებებით და სისტემის მიერ შემოთავაზებულ ფსევდო-სამყაროში შესვლით, სადაც პროპაგანდა ადამიანს მარტივად აქცევს „ეკრანის გმირად“,

ბევრისთვის კი – მძიმე გადაწყვეტილებებითა და იძულებითი ემიგრაციით.

დღეს ჩვენი კოლექტიური ყოფის ხელოვნური „ნორმალიზება“ ხდება. სისტემა გამალებით ცდილობს ახალი სიმბოლოებისა და რიტუალების დამკვიდრებას – ნაწილს საბჭოთა წარსულიდან აცოცხლებს, ნაწილს კი დღევანდელი, არცთუ დალაგებული მსოფლიოდან წურავს.

ეს მირაჟის ფორმირებაა, რადგან სიმართლის წინაშე სისტემა მუდამ საფრთხეს გრძნობს.

რა სჭირს მსოფლიოს?

დღევანდელ მსოფლიოში გერონტოკრატია (ხანდაზმულთა მმართველობა) მეფობს.
ტრამპი, პუტინი, სი, მოდი, ერდოღანი, ნეთანიაჰუ…

უდიდეს ეკონომიკებსა და სამხედრო ძალებს ხანდაზმული ფსევდოკონსერვატორი პოპულისტები მართავენ. მათი იდეოლოგია ხელოვნური ჯებირია, რომელიც აღმართულია მოწინავე ტექნოლოგიებსა და განვითარების მოსურნე კაცობრიობას შორის.

იცით, რა იყო აშშ-ის დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე ხელმომწერთა საშუალო ასაკი? 44 წელი.
ალექსანდრე ჰამილტონი – 21 წლის;
ჯეიმს მედისონი – 25 წლის;
თომას ჯეფერსონი – 33 წლის;
ჯორჯ ვაშინგტონი – 44 წლის.
მათ შორის უხუცესი ბენჯამინ ფრანკლინი იყო (70 წლის), თუმცა ის არასდროს მანიპულირებდა ასაკით გადაწყვეტილებების მიღებისას.

რა იყო „ფუძემდებელი მამების“ ურყევი ერთობისა და გამარჯვების საიდუმლო?

იერარქია მათ შორის არ განისაზღვრებოდა გვარიშვილობით, კლანური კუთვნილებით ან სტაჟით. მათ ერთობას ორი კრიტერიუმი კრავდა:

– ცოდნა და გამბედაობა –

ეს არის ის ორი რამ, რაც ასე აკლია თანამედროვე ქართულ საზოგადოებას. ეს არის ის ორი ძალა, რომელიც არ ტოვებს ადგილს ნეპოტიზმისთვის, კლანური მმართველობისა და პროვინციული სნობიზმისთვის.

 

***

ახალი წლის კოდი მის პირველ სიტყვაშია – ახალი. ეს არის შესვლა უცნობ სივრცეში უკეთესის მოლოდინით.

ადამიანის ბუნება ასეთია: მრავალი იმედგაცრუების მიუხედავად, განვითარების წყურვილი მაინც არ ქრება.

პირველყოფილი ადამიანებიც ჩვენსავით ზეიმობდნენ, როცა გრძნობდნენ უსაფრთხოებას, სითბოს და ჰქონდათ საკვები.

თუმცა, დღეს, ამ ლამაზი რიტუალის კოცონისგან ხშირად მხოლოდ ნაცარი და ფერფლი გვრჩება. მომდევნო ახალ წლამდე კი დროს იმ მბჟუტავი ნაკვერჩხლის სულის ბერვაში ვატარებთ, რომელიც ისევ იმედგაცრუებამდე მიგვიყვანს.

იქნებ დროა, მოლოდინი მოქმედებით ჩავანაცვლოთ?
მომავალი წელი მართლაც უკეთესი რომ გახდეს, უნდა ვიმოქმედოთ ერთად, ჯიუტად და დაუღალავად.

მხოლოდ შრომა, ბრძოლა და ცოდნასთან შეერთებული გამბედაობაა ის რიტუალები, რომლებსაც შეუძლიათ ილუზია სინამდვილედ აქციონ. მხოლოდ მაშინ გავიფიქრებთ კმაყოფილებით: „ცხოვრება ღირდა ამად“.

ავტორიტარიზმზე, ოლიგარქიაზე, სიცრუეზე, კორუფციაზე, გაჭირვებასა და გათითოკაცებაზე გამარჯვების 2026 წელი დაგვდგომოდეს – რეალობის სწორი აღქმით და რაც მთავარია – ცოდნითა და გამბედაობით! 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება
ახალი ამბები

რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება

12:29 03-09-2026
ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved