თბილისის საქალაქო სასამართლოში, სხდომაზე, სადაც 8 პოლიტიკოსის საქმეს დახურულ კარს მიღმა განიხილავდნენ, ხმაური იყო. როგორც საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა “პირველებს” უთხრა, საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლები მესამე პრეზიდენტს ფიზიკურადაც შეეხნენ და დარბაზიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
გიორგი ჩალაძის განცხადებით, ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც პროცესზე, მოსმართლე თამარ მახარობლიძემ მიხეილ სააკაშვილს განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.
„ზვიგენების საქმე, როგორც ჩანს, ძალიან გამღიზიანებელია, ჩვენი ქვეყნის არაფორმალური მმართველისთვის, შესაბამისად, პრეზიდენტ სააკაშვილს არ მიეცა საშუალება გამოეხატა თავისი აზრი, როდესაც პროცესუალური უფლება იყო, რომ მას შეეძლო ამ საქმეზე საკუთარი აზრი დაეფიქსირებინა. დღეს რაც იკადრა საბადრგაო სამსახურმა- ლაშამ, ე.წ. ბატონმა ვაჟამ, რომელიც ვინაობას მალავს, ეს იყო პროვოკატია პრეზიდენტ სააკაშვილის წინააღმდეგ, ამაზე უნდა ვიმსჯელოთ. მე პრეზიდენტთან კომუნიკაციის გარეშე ვერაფერს ვიტყვი, მასზე იძალადეს, გადაამეტეს ძალას სხდომათა დარბაზში. ეს არაფერი იყო, დაგეგმილი პროვოკაციის გარდა“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
ხმაურს და დაპირისპირებას ადასტურებს კოალიცია „ცვლილებების“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურა ჯაფარიძე და სასამართლო დარბაზში მომხდარის დეტალებს ჰყვება.
„დასაწყისში პრეზიდენტ სააკაშვილის ადვოკატმა მოითხოვა, რომ მიეცათ მისთვის მიმართვის საშუალება, რაზედაც მოსამართლის მხრიდან იყო უარი, მოსამართლემ თქვა, რომ უკვე გამოყენებული იყო შესავალი სიტყვის უფლება თუ რაცაა, რაც ვერ გაიხსენა ვერავინ. როდესაც სხდომა სრულდებოდა, სააკაშვილის ადვოკატმა ისევ მოითხოვა, რომ ადამიანი ჩამოიყვანეს რუსთავიდან, საათები გაატარა ქვემოთ ე.წ. აბიზიანიკში, შემდეგ კიდევ სხდომაზე იყო საათნახევრის განმავლობაში და იქნებ მიეცათ საშაულება, რომ 5- 10 წუთი მიმართვა გაეკეთებინა, რაზედაც მოსამართლემ სწრაფ-სწრაფად გამოაცხადა, რომ სხდომა დახურულიაო და გავიდა დარბაზიდან, ამაზე ჰქონდათ რეაქცია ადვოკატს და პრეზიდენტ სააკაშვილს, რასაც მოჰყვა პატარა დაპირისპირება საბადრაგო სამსახურთან, მაგრამ არაფერი ისეთი დაპირსპირება არ ყოფილა, გაიყვანეს იძულებით“, – განაცხადა ჯაფარიძემ.(ტვპირველი)














კომენტარები