მამა ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, მიტროპოლიტების მიერ სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე ხელმოწერა არ წარმოადგენს საპატრიარქოს პოზიციას. ამაზე მან მცხეთაში, სვეტიცხოვლობის დღესასწაულის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
ანდრია ჯაღმაიძე:
“საპატრიარქოს პოზიცია არაა არცერთი ის განცხადება, რაც კერძოდ გააკეთეს მათ. სულ ითხოვთ, რომ საპატრიარქო არ იყოს პოლიტიკურ პროცესებში ჩართული, დღეს ითხოვთ, რომ საპატრიარქომ პოლიტიკური რაღაცა… ციხეში მაღალი იერარქებიც იყვნენ, სხვებიც იყვნენ, ოჯახის წევრებიც იყვნენ, პატრიარქის მდივანიც იყო. ჩვენ სულ დავდივართ ციხეებში”