• რეკლამა
  • კონტაქტი
01:11, კვირა, 28 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილს სერიოზული სამედიცინო რეაბილიტაცია სჭირდება, შესაძლოა, უცხოეთში გადაყვანა გახდეს საჭირო -კობა ნაყოფია

ალია ავტორი - ალია
15:59 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. ჩემის აზრით, რეაბილიტაციის პროცესი ბევრად კარგად უნდა ვითარდებოდეს და ამისთვის შესაძლოა, უცხოეთში გადაყვანა გახდეს საჭირო, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, კობა ნაყოფიამ გორის ჰოსპიტალში სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სერიოზულ სამედიცინო რეაბილიტაციას საჭიროებს.

„ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი თვალით მენახა და გამეგო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. მიხეილ სააკაშვილი კარგ პოლიტიკურ ფორმაშია, მაგრამ მომეჩვენა, რომ არის სუსტად და მას უჭირს გადაადგილება. ჩემი აზრით, რეაბილიტაციის პროცესი ბევრად კარგად უნდა ვითარდებოდეს და ამისთვის შესაძლოა, საჭირო გახდეს უცხოეთში გადაყვანა. ექიმები ეცნობიან მის ანალიზებს, მაგრამ ზოგადად არის მედიცინაში ასეთი მიდგომა, რომ ანალიზები არის ციფრები, სტატისტიკური მაჩვენებელი. პირველ რიგში, ფასდება კლინიკური მდგომარეობა. ექიმების კომპეტენციაში ვერ შევალ, მაგრამ რაც დავინახე, სააკაშვილის მდგომარეობა გაუმჯობესებული არ არის. რაც ვესაუბრე, ნამდვილად საჭიროებს სერიოზულ სამედიცინო რეაბილიტაციას. პირველ რიგში, ეს საკითხი კონსილიუმისა და ექიმების გადასაწყვეტია.

იცით, რა გზა განვლო მან- შიმშილობისა და წამების. დღეს საუბრისას სააკაშვილი ცდილობდა, გლდანთან დაკავშირებით რაღაცები გაეხსენებინა. მითხრა, რომ უდიდესი ნაწილი აღარ მახსოვს. აშკარად პოსტტრავმული სინდრომის მსგავსი რაღაც ხდება. ადამიანი გაატარეს წამების დერეფნებში. კობახიძეს გუშინ უთქვამს, მერე რა, რომ აქ ეგრე ვათრიეთ და მოვეპყარით, უკრაინაშიც ეგრე მოექცნენ თავის დროზეო. უკაცრავად, მაგრამ მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტი არ ყოფილა. მეორე – ადამიანებს, ვინც მიხეილ სააკაშვილს ასე მოეპყრენ უკრაინაში, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მუხლით ასამართლებენ. საქართველოში კი არანაირი გამოძიება არ დაწყებულა იმაზე, რაც საზოგადოებამ იხილა. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი საჭიროებს ბევრად ინტენსიურ, მაღალი ხარისხის რეაბილიტაციის პროცესს და ამ შემთხვევაში ვემყარები „ემპათიას” დასკვნას”, – განაცხადა კობა ნაყოფიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026
“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026

ბიზნესი

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება
ახალი ამბები

მზადება ახალი თავგადასავლისთვის – თიბისის მობაილბანკში მასშტაბური მარათონი ბრუნდება

18:11 06-27-2026
ექსპრეს ლომბარდი
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას “ჰკითხე ექსპერტს” აგრძელებს

17:08 06-26-2026
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ახალი ამბები

PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში – თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო

16:30 06-26-2026
თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია
ახალი ამბები

თიბისი საერთაშორისო ტექნოლოგიური კონფერენცია Change Inspire 2026-ის მთავარი მხარდამჭერია

14:14 06-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved