• რეკლამა
  • კონტაქტი
17:05, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილს საქართველოში უნდა დახვედროდნენ, თუმცა არ დახვდნენ, ქუჩაში ვერ მივატოვებდი და წავიყვანე ჩემს სახლში” – რატომ შეასრულა ელგუჯა ცომაიამ დავალება მატერიალური სარგებლის გარეშე

ალია ავტორი - ალია
10:45 12-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

ელგუჯა ცომაია, მძღოლი რომელმაც სააკაშვილი საქართველოში ჩამოიყვანა, აღიარებითი ჩვენების შემდეგ, ყოველ დღე ელოდება, რომ გაათავისუფლებენ. უკრაინიდან საქართველოში, მიხეილ სააკაშვილის მეგზური ცომაია, დანაშაულის აღიარებასთან ერთად, არალეგალური მარშრუტის ყველა მონაწილეს ამხელს. ამ ჩვენებაზე საუბარი ცომაიამ მის ახალ ადვოკატს კატეგორიულად აუკრძალა.

”კურიერმა” მოიპოვა ცომაიას ვრცელი ჩვენება, სადაც ის ჩერნომორსკიდან სანზონამდე განვითარებულ მოვლენებს დეტალურად ყვება. ირკვევა, რომ გეგმის განხორციელებისას, სააკაშვილს საქართველოში 2 დამხმარე უნდა დახვედროდა, ერთი ფოთში, მეორე კი თბილისში, თუმცა არცერთი გამოჩენილა. ჩვენების მიხედვით, რომ არა ცომაიას კეთილი ნება, ექს-პრეზიდენტს ქუჩაში მარტო დარჩენა ემუქრებოდა.

სატვირთოს მძღოლის ჩვენებით, სააკაშვილი დაკავების სერიოზული საფრთხის წინაშე გზად სამჯერ აღმოჩნდა. პირველად ჩერნომორსკში, როდესაც უკრაინელმა მესაზღვრეებმა რძის ნაწარმით დატვირთული ტრაილერი ისე დალუქეს, რომ დამალული ექსპრეზიდენტი ვერ შენიშნეს. მერე იყო ფოთის პორტი და კონტეინერზე ქართული ლუქის დადება – ის ვერც ქართველმა მესაზღვრემ შეამჩნია. ბათუმში პატრულმა ელგუჯა ცომაიას მიკროავტობუსი გააჩერა. სააკაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, თუმცა ის ვერც პატრულმა იცნო.

“გაგვაჩერა პატრულმა და მომცა გაფრთხილება, უკანა ფარის გაუმართაობის გამო. ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იჯდა ჩემს გვერდით, თავზე ეხურა კეპი, ეკეთა სათვალე და პირბადე. პატრულის თანამშრომელმა გაფრთხილების დაწერის შემდეგ, დამრთო წასვლის ნება და მეც გავაგრძელე გზა თბილისისკენ. მიხეილ სააკაშვილს შეეშინდა, რომ კიდევ ვინმე გაგვაჩერებდა და გადავწყვიტეთ, რომ არა ჩემი მიკროავტობუსით, არამედ სატვირთოთი წავსულიყავით თბილისში,” – ამბობს ცომაია ჩვენებაში. 

ამასთან, ცომაია დეტალურად ჰყვება, რატომ შეასრულა დავალება მატერიალური სარგებლის გარეშე. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე, გია ლორთქიფანიძე მას ვალის ამოღებაში დახმარებას დაჰპირდა. ცომაია ამტკიცებს, რომ წარმოდგენა არ აქვს იმ კოდურ სიტყვებზე, რომელსაც გია ლორთქიფანიძე მისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში ამბობს. ქართველი მძღოლის ინფორმაციით, მისი ტელეფონით მთელი გზა მიხეილ სააკაშვილი სარგებლობდა და ხმოვანი შეტყობინების ადრესატიც ის იყო.

ცომაიას ჩვენება, გია ლორთქიფანიძისთვის საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარების ბრალის წარდგენის საფუძველი გახდა, ქართველი მძღოლისთვის კი, საპროცესო შეთანხმების. საქმის პროკურორი დაკავებულისთვის შეღავათებს არ გამორიცხავს.

საპროცესო გარიგება შეიძლება საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულ სხვა პირებსაც გაუფორმდეთ. აღიარებითი ჩვენება მამა-შვილმა წოწორიებმა და თბილისამდე სააკაშვილის და ცომაიას მძღოლმა გიორგი ნარიმანიძემაც მისცეს. სააკაშვილის და ლორთქიფანიძის ჩათვლით ამ საქმეს 6 ბრალდებული ჰყავს.

„რუსთავი 2“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

გაიაქტიურე 28 აგვისტოს სილქფესტის სასურველი პაკეტი სპეციალურ ფასად!

09:00 08-28-2026
სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved