დეპუტატი, თაკო ჩარკვიანი უკრაინის რადას დეპუტატის, ლიზა იასკოს განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ალბათ, მას აქვს საფუძველი, მსგავსი განცხადებები აკეთოს.
„ძალიან საინტერესო და ყურადსაღები განცხადება იყო ლიზა იასკოსი. როგორც ჩანს, მას აქვს ლეგიტიმური უფლება და საფუძველი, რომ ასეთი განცხადებას გააკეთოს. პრაქტიკულად პირდაპირ თქვა, რომ ნდობით აღჭურვილმა ადამიანებმა… ძალიან ძვირად დაუჯდა, მაგრამ დიდი პოლიტიკოსის სვლა იყო“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.
ცნობისთვის, ლიზა იასკომ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა დაგეგმილი სპეცოპერაცია იყო და ის ქვეყანაში შემოიტყუეს.
კომენტარები