• რეკლამა
  • კონტაქტი
20:32, კვირა, 19 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ოცნებას” საიდუმლო გეგმა გაქვთ და ეხმარებით სააკაშვილს – რა გეგმაზე საუბრობს ელისაშვილი

ალია ავტორი - ალია
14:57 02-18-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

პარლამენტარმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის წევრებს მიმართა:

„ზუსტად ორი დღის წინ, ამ დარბაზში „ქართულ ოცნებას“ მოგიწოდეთ, არ მოგვეხსნა იმუნიტეტი ნიკა მელიასთვის და ვამბობდით, რომ პარლამენტი უნდა დამდგარიყო თავის სიმაღლეზე, არ ყოფილიყო პროკურატურის გაგრძელება, რათა პროცესები არ შესულიყო ჩიხში. დღეს პროცესები ჩიხშია შესული, ვხედავთ, რა ხდება ქუჩაში, ქვეყანა პრინციპში არის სამოქალაქო დაპირისპირების ზღვარზე. გთხოვდით და მოგიწოდებდით, უფრო მეტი პასუხისმგებლობა და ამ ქვეყნის სიყვარული გამოგევლინათ და არ მიგეღოთ ის გადაწყვეტილება მაშინვე, მაგრამ ჩვენთან წესია ასეთი, რომ ოპოზიციას არ უნდა მოუსმინო, მისი აზრი უნდა დააიგნორო და უფრო მეტიც, უნდა ებრძოლო ან უნდა სცადო, დაიჭირო ოპოზიცია. სამწუხაროდ, აი ეს ძალიან ცუდი, მანკიერი თვისება გადმოიღეთ თქვენ იმ წინა ხელისუფლებისგან, რომელთან ბრძოლაშიც გართული ხართ ცხრა წელია. იმდენად ხართ გართული, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენც და ყველაფერი გააკეთა „ნაციონალურმა მოძრაობამაც“, სააკაშვილმა, რომ ასეთი ესკალაცია მომხდარიყო.

გირაოს არ გადახდა, ვერ დამიჭერთ – ერთი მხრიდან ისმოდა, მეორე მხრიდან – დაგიჭერთ, იმუნიტეტს მოგიხსნით, სპეცრაზმის მობილიზებას მოვახდენთ და ამ დროს რა ხდება – ქვეყანა გაღატაკებული, გასაცოდავებული მიგდებულია. ხომ ნახეთ, რომ პაციენტები გადაჰყავთ ტვირთის გადასატანი მარშრუტკებით და ხალხი კრედიტებს ვერ იხდის, ბინებს გაუყიდიან სულ ცოტა ხანში. პანდემიის გამო, ათი ათასობით ადამიანი ლუკმა-პურისა და შემოსავლის გარეშეა დარჩენილი. ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც კუნთების თამაშს ვხედავთ. ისე ხართ გართული ცხრა წელი ერთმანეთთან ბრძოლით, რომ ამასობაში ქვეყანა გადაიჩეხა ქვეყანა ხრამში.

რას აკეთებთ, შედეგი რა არის, სააკაშვილს ეხმარებით ხელისუფლებაში დაბრუნებაში, რომ მერე ყველა ერთად დაგვიჭიროს და ძვლებში დაგვამტვრიოს. ამაში ეხმარებით თქვენ, რომ ეს თავისი ამდენი წლის დაგროვილი რევანში, ამოიყენოს ერთ მხარეს ახალაია, მეორე მხარეს მეგის ქარდავა. აი, ეს გინდათ თქვენ და როგორც ჩანს, რაღაც საიდუმლო გეგმა გაქვთ. აქეთ მიგყავთ ყველა პროცესი, რასაც ჩვენ ვხედავთ. ორი დღის წინ გითხარით, ნუ დააჭერთ ღილაკს ხელს, პარლამენტი იყოს პარლამენტი და გამოავლინოს თავისი წონა და თავისი ინსტიტუციური ღირსება. არ არის აქ მელიაზე ლაპარაკი, ყველაზე ნაკლებად მე უნდა ვიცავდე მას, მაგრამ ვნახეთ, როგორ დღეშია ქვეყანა, დარცხვენილი, შერცხვენილი პოლიცია.

ერთი მთავარი რამ არის, ახლა მაინც მოეშვით კუნთების თამაშს თქვენ, „ქართული ოცნება“. ჯერ კიდევ ხელისუფლებაში ხართ და სანამ ხართ. ამას ვიძახდით სულ და ამის გამო გვაცვეს ჯვარს, მოლაპარაკებებს არ აქვს ალტერნატივა. დასხედით და დაელაპარაკეთ იმ ხალხს, იქითაც საქართველოა, აქეთაც საქართველოა და შუაში არის გასაცოდავებული და გაღატაკებული საქართველო. ერთადერთი, ვინც სწორი და პრაგმატული გადაწყვეტილება მიიღო, ვინც თავიდან ააცილა ქვეყანას ესკალაცია არის ის კაცი, რომლის მიმართაც უმძიმესი დამოკიდებულება მქონდა ყოველთვის. პრემიერ-მინისტრმა მიიღო სწორი გადაწყვეტილება, რომ გადადგა. ქვეყანა კიდევ უფრო არ შეიყვანა დაპირისპირების გამოუვალ ჩიხში. ამდენად, მოლაპარაკებას არ აქვს ალტერნატივა. დასხედით, დაილაპარაკეთ და განიმუხტოს უნდა ეს სიტუაცია“

თეგები: ალეკო ელისაშვილიმიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები კახეთის სასტუმროებში

18:12 10-17-2025
თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით GAIA-მ ხელოვნური ინტელექტის პროფესიული შეხვედრების სერია – GAIA Meetup დაიწყო

16:25 10-17-2025
თიბისი x ილია თოფურია –  თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – თვითრწმენასა და სიჯიუტეზე დამყარებული ღირებულებითი პარტნიორობა

12:14 10-17-2025
თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები
ახალი ამბები

თიბისის მიმდინარე მრავალფეროვანი შეთავაზებები

17:56 10-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved