„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია საქართველოში შიშმა ჩამოიყვანა.
„რამ ჩამოაფრინა თემურ ალასანია საქართველოში?
– რამ და შიშმა!
სააკაშვილმა სანდრას ჩაშვებით მესიჯი გაუგზავნა ყველას, ვისზეც პირის გაღება და ხელის დადება შეუძლია.
ბიძამისი ამ მესიჯს მყისიერად გამოეხმაურა,- ჩამოფრინდა საქართველოში და უაზრო აქტიურობით სურს მიშას დაანახოს საკუთარი თავის საჭიროება, – რათა ამ უკანასკნელმა ისიც არ ჩაუშვას და არ მოითხოვოს მისი გვერდზე მიჯენა.
ე.ი. ჩვენ კიდევ ვნახავთ შიშით გამოწვეულ სხვების რეაქციებს.“- წერს ნანა კაკაკბაძე სოციალურ ქსელში.
კომენტარები