• რეკლამა
  • კონტაქტი
18:38, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა რევოლუციის მოახლოება იგრძნო? – რას წერს “კომერსანტი” ექს-პრეზიდენტზე

ალია ავტორი - ალია
16:00 09-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
41

“საქართველო მორიგი პოლიტიკური რყევებისათვის ემზადება – ორ ოქტომბერს ქვეყანაში მუნიციპალური არჩევნები უნდა ჩატარდეს. სამშობლოში დაბრუნებას გეგმავს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც, რომელსაც ქართულმა სასამართლომ თავისუფლების აღკვეთის განაჩენი გამოუტანა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადაჭარბების გამო. ექს-პრეზიდენტს აშკარა იმედი აქვს, რომ ხელისუფლება, ოპოზიციის მასობრივი მხარდამჭერი გამოსვლების ფონზე, მის დაკავებას და საპყრობილეში გადაყვანას ვერ გაბედავს… და, აქედან გამომდინარე, საქართველოში „ვარდების რევოლუცია-2“ მოხდება”, – ასეთი შინაარსის სტატიას აქვეყნებს გაზეთი “კომერსანტი” სტატიას სათაურით – „მიხეილ სააკაშვილმა რევოლუციის მოახლოება იგრძნო? ექს-პრეზიდენტმა „კიევი-თბილისის“ ავიაბილეთი უკვე იყიდა და თბილისში ჩასვლას გეგმავს“.სამშობლოში დაბრუნების თარიღის გამოცხადების წინ სააკაშვილი ბრიუსელში ინტენსიურ მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ევროპელი პოლიტიკოსებისაგან, მათ შორის ევროპარლამენტის წევრებისაგან მხარდაჭერის მიღების მიზნით, მაგრამ როგორც განაცხადა „კომერსან“-თან საუბარში დეპუტატმა, ყოფილმა დიპლომატმა სალომე სამადაშვილმა, ძალიან საეჭვოა, რომ ექს-პრეზიდენტს რომელიმე ევროპელმა პოლიტიკოსმა მხარი პირდაპირ დაუჭიროს.

“ყოველ შემთხვევაში, მას თბილისში არავინ არ გამოყვება, თუმცა ვერც დაბრუნებას ვერ აუკრძალავენ“, –  ამბობს სალომე სამადაშვილი. მან ასევე აღნიშნა, რომ „თუ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს ხელისუფლება დააპატიმრებს, დასავლეთი მას პოლიტპატიმრად გამოაცხადებს, თანაც ძალიან მაღალი რანგის პატიმრად“.

„კომერსანტის“ კორესპონდენტი ესაუბრება აგრეთვე პარლამენტის წევრს ხატია დეკანოიძეს, რომლის თქმით, მიხეილ სააკაშვილი სამშობლოში თანამემამულეთა ხმების დაცვის მიზნით ჩამოდის – ხელისუფლებას ოპოზიციისათვის გამარჯვების მოპარვა აქვს დაგეგმილი“.

ექს-პრეზიდენტს არა მხოლოდ მომხრეები, არამედ მოწინააღმდეგებიც ელოდებიან: გიორგი ხაინდრავამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ შექმნილი მოძრაობის ლიდერი იყო 2007-2012 წლებში, „კომერსანტ“-თან საუბრისას იმედი გამოხატა, რომ ექს-პრეზიდენტი დაუყონებლივ იქნება დაკავებული. ამასთან, იგი გაკვირვებულია უკრაინის ხელისუფლების მოქმედებით: „თუ უკრაინა თავს საქართველოს მეგობრულ სახელმწიფოდ თვლის, რატომ ჰყავთ მაშინ მთავრობაში ეს დამნაშავე?“, – რიტორიკული კითხვა დასვა გიორგი ხაინდრავამ.

ქართველი ექსპერტები ხელისუფლების მზადყოფნას ექს-პრეზიდენტის დაპატიმრების თაობაზე ერთგვარ „მოჩვენებით მოქმედებად“ თვლიან: „თუ მას მართლად დააპატიმრებენ, იგი უსახელურო ჩემოდნად გადაიქცევა და დასავლეთთან ურთიერთობის დაძაბვის ფაქტორად გადაიქცევა“, – ამბობს დავით ავალიშვილი, სააგენტო  Nation-ის ანალიტიკოსი. ექსპერტი ხაზს უსვამს, რომ თბილისის სასამართლოს განაჩენს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების თაობაზე მსოფლიოს არცერთი სახელმწიფო არ არ ცნობს, რუსეთის გარდა: „ასე რომ არ ყოფილიყო, მას დასავლეთის ქვეყნებში გადაადგილების უფლება არ ექნებოდა“.

„კომერსანტ“-თან მოსაუბრემ არ გამორიცხა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკანასკნელ მომენტში უკრაინელ კოლეგებს სთხოვს, რომ კიევმა როგორმე ხელი შეუშალოს მიხეილ სააკაშვილის გამოფრენას თბილისში – ყველანაირი საბაბით, თუნდაც რეფორმებთან დაკავშირებით გაჩენილი სასწრაფო საკითხით.

ამრიგად, თუ ასე იმოქმედებენ, ყველა თავის სახეს შეინარჩუნებს: საქართველოს მთავრობა, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია და თვითონ მიხეილ სააკაშვილი“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved