• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ხუთშაბათი, 10 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილმა მკვლელები კრიმინალური კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიწყალა“ – უკრაინელი ჟურნალისტები გირგვლიანის საქმეზე

ალია ავტორი - ალია
14:17 07-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტები ოლეგ დეინეკა და ვალერი ტოვმაჩი გადაცემაში МОЛНIЯ სანდრო გირგვლიანის საქმის შესახებ საუბრობენ. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში ისინი გირგვლიანის საქმეში მიხეილს სააკაშვილისა და ვანო მერაბიშვილის პირად მონაწილეობაზე ამახვილებენ ყურადღებას და სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საუბრობენ.

„სასამართლო გაოგნებულია ქვეყნის პრეზიდენტის, პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სასამართლოების და მთავრობის ყველა განშტოების შეთანხმებული ქმედებებით, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ სამართლიანობამ არ იზეიმოს!”, – ესეც სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმს მისი დასრულებამდეც დამნაშავედ ცნობდა“, – ამბობენ ჟურნალისტები.

ისინი გირგვლიანის საქმეს უკრაინაში ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობას ადარებენ პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკვლელები საპრეზიდენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ კრიმინალური კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიწყალა.

„სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის თანახმად, ეს ახალგაზრდა, 2011 წლის 26 აპრილს მოკლეს ზონდერ-მკვლელებმა, რომლებიც დაქირავებული იყვნენ იმდროინდელი საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ივანე მერაბიშვილის მეუღლის ბრძანებით, რომელიც ახლა სააკაშვილის პარტიის „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანია. პრეზიდენტმა სააკაშვილმა მკვლელები საპრეზიდენტო უმრავლესობის დეპუტატების მიერ კრიმინალური კოდექსში ცვლილებების შეტანის შემდეგ შეიწყალა, მათ სასჯელაღსრულების ვადები შეუმცირა და პატიმრობიდან გაათავისუფლა.

გირგვლიანის მკვლელების მფარველობის გამო მიხეილ სააკაშვილი საქართველოს სამმა სასამართლო ინსტანციამ გაასამართლა. სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმის ასეთ სისასტიკეებზე, მისი ხელისუფლებაში მოსვლის მომენტიდან დღემდე, სტრასბურგის სასამართლომ 111 გადაწყვეტილება გამოიტანა, რომელთაგანაც 92 შემთხვევაში სახელმწიფო აღიარებულია დამნაშავედ და კომპენსაციის გადახდა დაევალა.

საქმეების თითქმის მესამედი უკავშირდება სააკაშვილის რეჟიმის მიერ ორგანიზებულ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას, ათობით შემთხვევა უკავშირდება მოქალაქეთა უსაფრთხოების მუქარას, ათზე მეტი – სიცოცხლის საფრთხეს, რეჟიმის ძალადობრივ ხელყოფას საქართველოს მოქალაქეების ქონებაზე, მათ პირად და ოჯახურ ცხოვრებაზე. სტრასბურგის სასამართლომ ვერდიქტების მესამედზე მეტში დადგენილია, რომ სააკაშვილის ხელისუფლებამ საქართველოს მოქალაქეებს სასამართლო საქმის სამართლიანი მოსმენის უფლება წაართვა.

დღეს მიხეილ სააკაშვილი და ზურაბ ადეიშვილი, რომლებიც დამნაშავედ სცნეს ქართველი ხალხისა და სახელმწიფოს წინააღმდეგ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებებში, საჩვენებლად კი არ დახვრიტეს, არამედ პირადად პრეზიდენტ ზელენსკიმ პომპეზურად დანიშნა უკრაინის სასამართლოებსა და სამართალდამცავ ორგანოებზე ზედამხედველებად და არავითარ შემთხვევაში არ უშვებს მათ წინააღმდეგ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას“, – ამბობენ ჟურნალისტები.

„იმედინიუსი“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:22 09-10-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალი თაობისთვის ტექნოლოგიური განათლების ახალი შესაძლებლობები იქმნება

15:03 09-10-2026
თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

თიბისი ტექის მხარდაჭერით Tester’s Day 2026 გაიმართა

14:39 09-10-2026
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
ახალი ამბები

PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა

15:37 09-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved