• რეკლამა
  • კონტაქტი
06:56, შაბათი, 8 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილმა დაადასტურა 7 ნოემბერს მისი და მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული და განაჩენი გამოუტანა თავის თავს – გოგა ხაინდრავა

ალია ავტორი - ალია
18:52 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

მიხეილ სააკაშვილი თვითაღიარების დიდოსტატია. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ის თავის დანაშაულებზე პირდაპირ ლაპარაკობს. ვფიქრობ დღეს განაჩენი გამოუტანა თავის თავს, – ამის შესახებ კინორეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, საკმარისია გააანალიზო ის, რაც სააკაშვილმა სასამართლოზე ისაუბრა და მიხვდები, რომ სასამართლოს გაგრძელებას აზრი აღარ აქვს, რადგან ყველაფერი ითქვა.

„ყველაფერი დადასტურდა ის, რაც წლების განმავლობაში ქართული საზოგადოებისა და მსოფლიოსთვის ნათელი იყო, გარდა იმ ცალკეული „მოღვაწეებისა“, ვინც თავგამოდებით იცავს ამ სისხლიან რეჟიმს და მის ლიდერს, როგორც საქართველოში, სამწუხაროდ, მის ფარგლებს გარეთ. ჩვენი მეგობარი ქვეყნის წარმომადგენლებიც არიან. ვფიქრობ, დღეს ყველაფერი გაირკვა. როდესაც ქვეყნის მთავარსარდალი, პრეზიდენტი ლაპარაკობს, რომ ტელევიზორში ვუყურებდიო, როგორ სასტიკად უსწორდებოდა საკუთარ მოსახლეობას გაშმაგებული, გონებადაბნელებული ბრბო, რომელსაც მაშინ მერაბიშვილის პოლიცია ერქვა. როდესაც მან დაინახა ჯარი რუსთაველზე, თბილისის ცენტრში და ამ ჯარის გენერალური შტაბის უფროსი, გოგავა და გააგრძელა ტელევიზორში ამის ყურება, ეს უკვე თანამონაწილეობასა და ამ დანაშაულს ადასტურებს. მან დაადასტურა 7 ნოემბერს მისი და მთელი მისი ხელისუფლების მიერ ჩადენილი დანაშაული. მეორე, რაც ძალიან საინტერესო იყო, მან დაადასტურა, რომ ლუკაშენკოს მეშვეობით და პუტინის დავალებით ებრძოდა და დევნიდა ბადრი პატარკაციშვილს, რომელიც მაშინ რუსეთშიც იყო დევნილი და იძულებული იყო, რომ საზღვარგარეთ ეცხოვრა. დღეს მან დაადასტურა ეს, უბრალოდ, როგორც ყოველთვის, სხვებს აბრალებს ამას, მაგრამ როგორც წესი, ლაპარაკობს საკუთარ დანაშაულზე. მესამე, მან დაადასტურა თავისი როლი საქართველოს ოკუპაციაში. თქვა, მე რომ დავრჩი თბილისში, რუსული ჯარი თბილისში იმიტომ აღარ შემოვიდაო. ეს სამივე დასტური მისი პირიდან საკმარისია იმისთვის, რომ ბრალდება, რომელიც პროკურატურის მიერ იყო წარდგენილი, დადასტურებული იყოს სასამართლოს მიერ. ვფიქრობ, დანარჩენი პროცედურული ნაწილი იქნება, თორემ ყველაფერი, რაც ქართულ საზოგადოებას აინტერესებდა, დადასტურებულია“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved