ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი:
„ძალიანაც ნუ გაიკვირვებთ ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ ვიღაც-ვიღაცები ელენე ხოშტარიას მოწამვლას აპირებენ.
უბრალოდ გაიხსენეთ, რამდენი ადამიანი ჰყავთ განწირული ნაციონალებს მმართველობის დროს, რამდენი მშვიდობიანი მოქალაქე 2008 წლის ომის დროს, სასიკვდილოდ მიტოვებული სამხედროები და დახოცილი ბიჭების ცხედრები. ასე რომ, თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ დესტაბილიზაციისთვის, რევოლუციისთვის, სააკაშვილისთვის ერთ ელენე ხოშტარიას კი არა მრავალსაც გაისტუმრებენ. სიფრთხილე მართებს საზოგადოებასაც და ხელისუფლებასაც!“
კომენტარები