პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა:
„უმჯობესია, ყურადღება იმაზე გავამახვილოთ, მიხეილ სააკაშვილის ულტიმატუმით რა არის მოთხოვნილი. ვერც ერთი სახელმწიფო კონკრეტულ პირობებსა და კონკრეტულ წესებს ვერ შეიმუშავებს და ვერ დაუშვებს, როცა „პატიმრობის კოდექსით“ გათვალისწინებული უფლებების აღსრულებაზეა საუბარი. ჩემი ინფორმაციით, პატიმრებისთვის მინიჭებული არც ერთი უფლების განხორციელებას მიხეილ სააკაშვილის შემთხვევაში საფრთხე არ ემუქრება და ის ზედმიწევნით სწორად ხორციელდება. თუ მინიჭებულ უფლებათაგან რომელიმე არ ხორციელდება, ბუნებრივია, ამას რეაგირება მოჰყვება. ასეთზე განცხადება არ გაკეთებულა. სააკაშვილის ულტიმატუმია, რომ მის მიმართ განსაკუთრებული შეღავათები და პრივილეგიები იყოს გამოყენებული, რა მოთხოვნაც სამართლიანად არ მიმაჩნია“
შეგახსენებთ, ადვოკატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს 2 მთავარი მოთხოვნა აქვს: კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობა კონფიდენციალურობის დაცვით და დამოუკიდებელ ექიმთა ჯგუფისთვის მის მონახულებაზე ნებართვის მიცემა. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აპირებს პროტესტის უკიდურეს ფორმებს მიმართოს.
კომენტარები