• რეკლამა
  • კონტაქტი
02:51, კვირა, 30 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„სააკაშვილის შიმშილობის მეორე ტალღას ან ძალიან სასაცილო, მისთვის სამარცხვინო დასასრული ექნება, ან გრანდიოზული პროვოკაციით დასრულდება“ – ლევან ლორთქიფანიძე

ალია ავტორი - ალია
19:24 02-21-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
60

პოლიტოლოგი ლევან ლორთქიფანიძე მიხეილ სააკაშვილის მიერ უვადო შიმშილობის გამოცხადებას სოციალურ ქსელში ეხმიანება:

„სუბიექტი ვერ იტანს, როდესაც ახალი ამბების მთავარი თემა არ არის. საინფორმაციო გამოშვებების სათავეში მოსახვედრად მზად არის დააზიანოს საკუთარი ქვეყანა, დაშალოს საკუთარი პარტია, მოუსპოს იმედი საკუთარ მხარდამჭერებს, დაითხაროს ნერვები.

საქმე გვაქვს სასოწარკვეთილი ნარცისის მორიგ დადგმასთან… მომავალი რამდენიმე კვირის განმავლობაში მოგვიწევს დისკუსია შემდეგ თემებზე:
რა არის შიმშილი? ითვლება თუ არა #2683929101 პროტოკოლის მიხედვით პიურეს მიღება შიმშილად? მართლა შიმშილობს თუ არა სააკაშვილი? რომელ საავადმყოფოში გადაიყვანენ? რამდენი აქვს წნევა? მოიტაცებენ თუ არა ოსი სპეცრაზმელები მას? ბარამიძეს უფრო უყვარს თუ იასკოს? როდის შეჭამს პურის ყუას და ა.შ.
მოკლედ, არარსებული, თითიდან გამოწოვილი თემების საფუძველზე ატეხილი ხმაურის ატანისთვის მოემზადეთ !!!
ეს შეშლილი ვერ ხვდება, რომ:
1. ევროპის შუაგულში აგრესიული იმპერიისგან მომავალი საფრთხის, რუსეთის მიერ ომის დაწყების ალბათობის ფონზე კლოუნი არავის ახსოვს. წინა შიმშილობაზე არ ამოუღია არც ერთ სერიოზულ ძალას ხმა და ახლა მითუმეტეს არავინ მოიკლავს თავს.
2. პროტესტის უკიდურესი ფორმით გამოხატვის მცდელობას წარსულში თან ახლდა წინასაარჩევნო კამპანია, არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მიზერული შანსი… დღეს არჩევნებთან დაკავშირებული ტემპერატურა არ გვაქვს და რევოლუციური დაპირებებისთვის ფუჭი ნიადაგიც კი არ არსებობს. (ბადრი ჯაფარიძის მაჟორიტარობაც ვერ უშველით).
3. შიმშილობა N1-ის დაწყების დროს ენმ შედარებით შეკრული გახლდათ. დღეს ყველა ერთმანეთს აბრალებს წარუმატებლობის უწყვეტ ციკლს, სააკაშვილის უპატრონოდ მიტოვებას, ენმ დაყოფილი და დაქსაქსულია.
4. ენმ-ის მხარდამჭერები, მიშისტებიც კი დაიღალნენ… ვერც არჩევნებით, ვერც ქუჩის აქციებით, ვერც პოლიციელთა მხრიდან დარბევებით, ვერც გაერთიანებული ოპოზიციის ყალბი ნიშნის გამოყენებით, ვერც შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის არმოწერით, ვერც ნახსენებ დოკუმენტზე ხელმოწერით, ვერც პარლამენტის ბოიკოტით, ვერც პარლამენტში ორწლიანი დაგვიანების შემდეგ შესვლით, ვერ მიშას ჩამოსვლით, ვერც მისი შიმშილობით ვერაფერს ვერ მიაღწიეს. სააკაშვილის მორიგი შიმშილობა მათთვის დიდი ვერაფერი შვება ვერ იქნება.
სააკაშვილის შიმშილობის მეორე ტალღას ან ძალიან სასაცილო, მისთვის სამარცხვინო დასასრული ექნება, ან გრანდიოზული პროვოკაციით დასრულდება.
ახალი და სერიოზული პროგრამის შემუშავება, პარტიული სტრუქტურების მშენებლობა, საქმინი საპარლამენტო მუშაობა, 2024 წლისთვის მზადება, აგრესიული რიტორიკის შეცვლა, შაჰიდების უკან გადანაცვლება და მიშას გადააზრება იქნებოდა გამოსავალი, მაგრამ ეს არ შეუძლიათ … ეს რომ გააკეთონ, იდენტობას დაკარგავენ! ეს რომ გააკეთონ, ენმ აღარ იქნებიან“ – წერს ლორთქიფანიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved