პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში განაცხადა:
“თუ შერიგების თემამ ასეთ (საუბარია სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე) საკითხზე გაიარა, ვიმეორებ, ეს შეიძლება “ოცნებას” თავისი ამომრჩეველი დაკარგვის ფასად დაუჯდეს. რაც შეეხება ექსტრადიციას, აქ საინტერესო ისაა, რომ თვითონ უკრაინა არ ითხოვს ამას და კიდევ უფრო საინტერესო ფაქტია ის, რომ ამას სააკაშვილიც არ ითხოვს. სწორია სააკაშვილი, რადგან აქ ის ყოფილი პრეზიდენტია და უკრაინის ციხეში ის არაფერი არ იქნება. ასე რომ, ვარიანტები არც ისე ბევრია, რეალურად არის ვარიანტი, რომ გამოუშვან ქუჩაში ზურაბაშვილის გადაწყვეტილებით თუ არა?! სხვა ვარიანტი არ არსებობს”.
კომენტარები