• რეკლამა
  • კონტაქტი
07:01, პარასკევი, 28 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“სააკაშვილის “შეკვეთილი აღსასრული” – დავით ქართველიშვილი

ალია ავტორი - ალია
15:33 12-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
317
“ხალხის ძალის” ერთ–ერთი ლიდერი, დავით ქართველიშვილი:
სააკაშვილის “შეკვეთილი აღსასრულის” ქრონიკა იმდენად გამჭირვალედ მიმდინარეობს, რომ ამის ვერ შემჩნევა არანაირად არ გამოდის. პატიმარი გამოაცხადეს “მოწამლულად”, მის ორგანიზმში უკვე აღმოაჩინეს “აქამდე უცნობი” და სკოლის მერხიდან – ნაცნობი ქიმიური ნივთიერებები. ზოგს გაახსენდა, რომ იგი “პუტინის პატიმარია” და “ნოვიჩოკი” და “პოლონიუმიც” მიამატეს. არანაირი მნიშვნელობა არა აქვს, რომ აღნიშნული ბოდვა ბუნებაში არსებული ყველა ტიპის მეცნიერული ექსპერიმენტალურ-პრაქტიკული ხერხებით არ დასტურდება – ბელადი კონკრეტული განზრახვით გამოაცხადეს უკვე “მოწამვლის გზით სიკვდილამდე მისულად” და განმცხადებლის წრეში, ეს განაჩენი გადახედვას არ ექვემდებარება.
ამ განაჩენს ელოდებიან თბილისში, ამას ელოდებიან კიევში (გავიხსენოთ თუნდაც არესტოვიჩის მიერ გაჟღერებული მოლოდინები) – არაა გამორიცხული, ამ სცენარის შესაძლო განვითარების მსურველთა გეოგრაფია უფრო ფართო იყოს. ერთადერთი რამ არ მესმის – ნუთუ “მიშიკოს” უახლოეს ადამიანებს: დედას, შვილებს, ცოლებს – ეს არ ესმით? არ ესმით – რომ “საერთაშორისო პროექტისთვის” ამ ეტაპზე ცოცხალ “მიშიკოზე” უფრო მომგებიანია, მისი საქართველოდან ჰიპოტეტური გაყვანის შემთხვევაში, მისი სულ მოკლე პერიოდში – რეალური მოწამვლით მოკვდინება, რამეთუ “მოწამვლის” ფაქტი უკვე დასახელდა, მოახლოვებული “სიკვდილი” დაანონსდა და “მკვლელი” – გამოცხადდა.
“მიშიკოსთან” გმირული დამშვიდობება, მისგან მეწამეობრივად აღსრულებულის ხატის შექმნა, მისი ციხიდან – “წმიდათა დასში” შეყვანის უმოკლესი გზაა, სადაც გაბათილდება არა თუ პირადი ცოდვები, არამედ სრულ დავიწყება-რეაბილიტირებას მიეცემა მისი “მკვლელების” მიერ ის რაღაც “სისხლიან რეჟიმად” შერაცხული ქვეყნის ისტორიის მონაკვეთი, რომელიც “გმირ-მოწამის” ნათელ სახელთან იყო გაიგივებული. დღეს ცოცხალ “მიშიკოზე” უცრო ტრენდული და პოლიტიკური მარკეტინგის თვალსაზრისით – მომგებიანია “ნაწამები, მოწამლული მოწამე მიშიკო”, როგორც მისი “მკვლელების” ხელისუფლებიდან მოშორების უმოკლესი გზა, “მიშიკოს” რეალური მკვლელების ქვეყნის მართვის სადავეებთან დაბრუნების მიზნით.
რატომ არ ესმის სააკაშვილის უახლოეს გარემოცვას, ვისაც წესით მართლაც უყვარს დღევანდელი იუბილარი, რომ ერთადერთი ადგილი, სადაც მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – არის საქართველოს პენიტენციური სისტემა. რომ ერთადერთი ძალა, ვის ინტერესებშიც შედის ცოცხალი და ჯანმრთელი პატიმარი – არის მოქმედი ხელისუფლება. როგორ შეიძლება დედას, შვილებს, ცოლებს – არ ესმოდეს ან ვერ იმჩნევდნენ სააკაშვილის ამ “შეკვეთილი აღსასრულის” გამჭირვალე და გასაგებ ნიშნებს?
ამ დღეებში თავში მიტრიალებს აგატა კრისტის “მკვლელობა აღმოსავლეთ ექსპრესში” ეკრანიზაცია, რომლის ძირითადი სიუჟეტი ვითარდება კოლექტიურად განხორციელებული მკვლელობის ირგვლივ, სადაც მსხვერპლს დედამიწის ზურგზე არც ერთი კეთილიმოსურნე აღარა ჰყავს. მე არ ვარ იურისტი, მაგრამ ნუთუ არ არსებობს კოდექსში არც ერთი მუხლი, რომლითაც გამოცხადებულ “მკვლელობაზე” განზრახ დამახინჯებული და დაუდასტურებელი ინფორმაციის საჯაროდ გამოტანა, რომელიც ცრუ-მონაცემებს მოიცავს “მკვლელობის” ჩამდენზე, “მკვლელობის” იარაღზე და “მკვლელობის” ცრუ-მოტივაციაზე – კანონით ისჯებოდეს?
თეგები: დავით ქართველიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 
ახალი ამბები

სელფიმ საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის ჯილდო მიიღო 

17:19 08-26-2026
თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, „ამბარი“ მაღაზიათა ქსელს აფართოებს

16:37 08-26-2026
თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved