• რეკლამა
  • კონტაქტი
04:00, ხუთშაბათი, 25 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის “შავი სია” – ვის გადასცემს იგი სიას მოსამართლეების, ძალოვნების და ოცნების სხვა ჩინოვნიკთა გვარებით?

ალია ავტორი - ალია
16:07 01-05-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
101

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი რომან გოცირიძე, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ, მედიასთან ამბობს:

„ვისაუბრეთ არაერთ თემაზე, დაწყებული ქვეყნის ამ უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამოსვლის გზებიდან. მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც იყო საუბარი. ერთ-ერთი მთავარი თემა იყო პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა.

სააკაშვილმა გაიხსენა ის იდეა, რომელიც ეხებოდა ე.წ. შავი სიის შექმნას იმ ძალოვანი და სხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლების მიმართ, მოსამართლეების, პროკურორების, პოლიციელების, სუს-ის წარმომადგენლების მიმართ, რომლებიც ეწეოდნენ ადამიანების პოლიტიკურ დევნას და რეპრესიებს. ეს სია უნდა გახდეს ცნობადი მთელი ქვეყნისთვის, იქნას მიმართული საელჩოებისთვის, რათა მათ შეეზღუდოთ ევროპასა თუ ამერიკის შეერთებულ შტატებში თავისუფალი გადაადგილება.

უამრავი სიუჟეტი ვნახეთ მათი ცხოვრების შესახებ და თავს გრძნობენ დაუსჯელად. უნდა იყოს სანქციები ყველა იმ მოსამართლის, პროკურორის თუ პოლიციელის მიმართ, რომლებიც პირდაპირ მონაწილეობდნენ პოლიტიკურ დევნაში და უსამართლო გადაწყვეტილების მიღებაში.

უნდა ჩამოყალიბდეს იურისტთა ჯგუფი, რომელიც ყველა ამ საკითხს შეისწავლის, მით უმეტეს, ზედაპირზე არის ბევრი საკითხი. შემდეგ ეს სია უნდა გადაეცეს საერთაშორისო პარტნიორებს. ისინი ქვეყანაში თავს არ უნდა გრძნობდნენ არხეინად და არ უნდა დადიოდნენ ევროპაში თუ ამერიკაში, იმ ქვეყნებში, სადაც დემოკრატია არის მთავარი პრინციპი. ისინი მათი ქმედებით ქვეყანაში დემოკრატიას უთხრიან ძირს და უქმნიან საფრთხეს“

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას
ახალი ამბები

AI ასისტენტი ბიზნესში: LiveCaller აერთიანებს ტექნოლოგიასა და პირისპირ მომსახურებას

20:17 12-24-2025
რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?
ახალი ამბები

რა მომსახურებებს სთავაზობს მომხმარებლებს აიქეში?

15:10 12-24-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 12-24-2025
არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები
ახალი ამბები

არ გამოტოვო თიბისის საახალწლო კალენდრის ყველაზე მასშტაბური- 27-28 დეკემბრის შეთავაზებები

13:36 12-24-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved