• რეკლამა
  • კონტაქტი
11:17, შაბათი, 25 ივლისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის საქმეზე ექსპერტის მოსმენა ჩაიშალა – მოსამართლემ პროცესი დატოვა

ალია ავტორი - ალია
13:19 05-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
309

მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა სააკაშვილის  პროცესი გადადო. მოსამართლემ ჯერ ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სხდომაზე ცენტრ “ემპათიას”  ექსპერტი დაიბარა, შემდეგ კი მოულოდნელად მან სხდომა დახურულად გამოაცხადა და პროცესიდან გაიქცა. ბადრი კოჭლამაზიშვილის გაბრაზების მიზეზი მას და ადვოკატებს შორის დაწყებული კამათი გახდა.

“ვინაიდან გაქვთ რიგი საკითხები ჩამსოაყალიბებელი, დღევანდელი პროცესი გადაიდოს”, – თქვა პროცესზე მოსამართლემ.

საბოლოოდ ექპრეზიდენტის სასამართლო  ხდომა ორი კვირით გადაიდო.შემდგომი სხდომა 24 მაისს 11 საათზე გაიმართება. ადვოკატების განცხადებით, მოსმაართლეს სხდომის გადადება წინასწარ ჰქონდა მოზმადებული.

“აშკარად გამოჩნდა, რომ დღევანდელ პროცესზე მოსამართლის მიზანი იყო, რომ თავიდან აეცილებინა პასუხისმგებლობა და გადაედო პროცესი და ისე გაიქცა ოთახიდან, რომ წესიერად არც უთქვამს  მიზეზი პროცესის გადადების. როგორც ჩანს ბატონი ბადრი კოჭლამაზაშვილი ამისთვის მომზადებული იყო გასაქცევად. როდესაც საკითხი უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას ამ შემთხვევაში ისინი თავს იზღვევენ ვინაიდან თვითონაც არ იციან რა შედეგები შეიძლება დადგეს და ამიტომ ცდილობენ პასუხისმგებლობის გადაკისრებას  პენიტენციური სამსახურისთვის”, – ამბობს დიტო საძაგლიშვილი.

ექსპერტი მზად იყო, რომ მოსულიყო სასამართლოში და მიეცა განმარტებები სასამართლოსთვის, მათ შორის იმასთან დაკავშირებით რამდენი ვიზიტია საჭირო ექსპერტიზის ჩასატარებლად, რა სახის. თუმცა ვინაიდან ჩვენ არ გვქონდა უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილის ინსტრუქცია იმასთან დაკავშირებით, რომ მტკიცებულებების და გამოკვლევის ეტაპზე გადავსულიყავით მისი დასწრების გარეშე ამიტომ ვთხოვეთ სასამართლოს დავლოდებოდით ექსპერტის გასაუბრებას, გადაგვეწყვიტა შუამდგომლობა, ექპსერტიზის საკითხი პენიტენციურ დაწესებულებაში, რის შემდეგაც უნდა გვემსჯელა სხდომის გაგრძელებაზე ან გადადებაზე,  სასამართლომ ვფიქრობ, რომ მიიღო ემოციური გადაწყვეტილება საერთოდ გააუქმა ექსპერთან გასაუბრება”, – ამბობს შოთა თუთბერიძე. 

ცნობისთვის, დღევანდელი პროცესი ე.წ. პიჯაკების საქმეზე გაიმართა, პროცესს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო თავად ბრალდებული მიხეილ სააკასვილი ვერ დაესწრო. სხოდმაზე ადვოკატებმა რამდენიმე შუამდგომლობა დააყენეს, მათ შორის ექსპერტის ციხეში  შესვლა და ექსპრეზიდენტისთვსი ექსპერტიზის ჩატარება. მოსამართლემ ადვოკატების შუამდგომლობა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და განმარტების გასაკეთებლად სხდომაზე ცენტრ “ემპათიას” ექპერტი დაიბარა, რომელმაც უნდა დაასაბუთოს,  ექსპერტიზის ჩატარების აუცილებლობა და განსაზღვროს ზუსტად რა რაოდენობის ვიზიტებია საჭირო პენიტენციურ დაწესებულებაში.

თეგები: პიჯაკების საქმესასამართლო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

,, სხვა საშველი ჩვენ არ გაგვაჩნია” – კახა მიქაია

23:22 06-24-2026
„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?
ახალი ამბები

„ნაცებმა მორგში მკვდრებზე ბორკილებით მიაბეს, ქოცებმა ჩამოკიდეს“ – რას უყვება „ალიას“ გიორგი ლილუაშვილი ლაზარე (ზურაბ) ჯორბენაძის ბურუსით მოცულ გარდაცვალებაზე?

20:18 06-21-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

18:38 07-24-2026
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ბიზნესი

კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის

16:33 07-24-2026
ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი
ახალი ამბები

ბიზნესის დარეგისტრირება უკვე თიბისის ფილიალშია შესაძლებელი

13:48 07-24-2026
ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი სალომბარდე შეფასების შესახებ გავრცელებულ მითებს ამსხვრევს

17:27 07-22-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved