• რეკლამა
  • კონტაქტი
01:01, შაბათი, 7 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმეზე ბრალდებულები სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს

ალია ავტორი - ალია
14:06 01-20-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
24

ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნარიმანიძე სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ. მიხეილ სააკაშვილის მიერ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებული 4 ბრალდებულის პროცესი გრძელდება. საქალაქო სასამართლო ელგუჯა ცომაიას, მამა-შვილი წოწორიების და გიორგი ნარიმანიძის საქმეზე მსჯელობს.

საქალაქო სასამართლოს ტერიტორია ოთხივემ დატოვა, თუმცა მედიასთან ვრცელი კომენტარისგან თავი შეიკავეს.

“ვნერვიულობ, მაცადეთ, არაფერს არ გეტყვით, იქნება მაგის დროც,” – განაცხადა ელგუჯა ცომაიამ.

როგორც საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარემ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება უდაოდ გახადა და შესაბამისად, აქვს მოლოდინი, რომ საბოლოოდ, მოსამართლე ოთხივე ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდების მხარის ყველა მტკიცებულება დაცვის მხარემ უდაო გახადა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალი გარემოება და გვაქვს მოლოდინი, რომ მოსამართლე ოთხივე პირის მიმართ გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს”, – განუცხადა ტელეკომპანია პირველს საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ.

მამა-შვილ წოწორიებს, გიორგი ნარიმანიძეს და ელგუჯა ცომაიას სასამართლომ გირაოს სახით 5000-5000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

ცნობისთვის, სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი ლორთქიფანიძის მიმართაც.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია
ახალი ამბები

ფუნქციური დისპეფსია – რამდენად ვერაგი დაავადებაა, რა სიმტომები ახასიათებს და რა შემთხვევაშია ექიმთან ვიზიტი გადაუდებელი? – თეონა ჯანაშია

14:42 03-06-2026
საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა
ახალი ამბები

საქართველოს თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით ჩატარდა

11:51 03-06-2026
როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი
ახალი ამბები

როგორი უნდა იყოს თანამედროვე ლაბორატორია? – თამარ თედიაშვილი

14:40 03-05-2026
სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”
ახალი ამბები

სილქნეტს გადაეცა Speedtest-ის ჯილდო – “ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში”

14:04 03-05-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved