• რეკლამა
  • კონტაქტი
22:47, ხუთშაბათი, 15 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის სამპუნქტიანი გეგმა – “მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ”

ალია ავტორი - ალია
19:57 11-09-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
2,234

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ჩემთვის ევროპა დაიწყო სტაჟირებით ევროპის საბჭოს სამდივნოში, სტრასბურგის ადამიანის უფლებების საერთაშორისო ინსტიტუტში სწავლის ფარგლებში, 1991 წელს.

შემდეგ იყო საქართველოს დელეგაციაში ყოფნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. როდესაც იუსტიციის მინისტრად დავინიშნე, სამინისტროს ოფიციალურ დროშად გამოვაცხადე ევროპის დროშა.

მაშინ ამას დაცინვა მოჰყვა, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, თავისუფლების მოედანზე, თბილისის საკრებულოს შენობაზე ავწიეთ ხუთჯვრიანი და ევროპის დროშები. შევარდნაძემ მათ ჩამოსახსნელად სპეცრაზმი გამოაგზავნა, მაგრამ გავიდა ორი წელი და “ვარდების რევოლუციის” შემდეგ, ინაუგურაციაზე, ჩვენ ევროპის დროშა უკვე საქართველოს ერთ-ერთ ოფიციალურ სიმბოლოდ ვაქციეთ.

როგორც უკრაინის ომმა ფართოდ გახსნა ევროკავშირის კარები, ასევე, საქართველოზე რუსეთის თავდასხმამ, პირველად დაიწყო ამ კარების გამოღება. ომზე ევროკავშირის პასუხი იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნა.

ამ საკითხზე მე აქტიურად ვიმუშავე შვედეთის და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან, კარლ ბილდტთან და რადეკ სიკორსკისთან ერთად. აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ასოცირების ხელშეკრულება და უვიზო მიმოსვლის ხელშეკრულების ჩარჩო. მე ძალიან ვამაყობ, რომ ყველაფერ მასთან პირდაპირ შეხებაში ვიყავი.

უფრო მეტიც, ჩემი პრეზიდენტობის დროს და ინერციით 2-3 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, ჩვენ აშკარა ლიდერები ვიყავით ასოცირებულ ტრიოში.

გუშინ ჩვენ საზეიმოდ გვქონდა საქმე, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ ჩამოვრჩით უკრაინასა და მოლდოვას და ახლა ამ სამეულის მამოძრავებელი უკვე საქართველო კი არა, უკრაინაა, რომლის გამარჯვებაზე მთლიანად არის დამოკიდებული ჩვენი ბედი.

მომავალი წლის გაზაფხულიდან უკრაინა და მოლდოვა სწრაფი ტემპით წავლენ ევროკავშირის წევრობისკენ და ჩვენ მარტო გეოპოლიტიკით სამშვიდობოს ვეღარ გავალთ.

იმისათვის, რომ საქართველო დაბრუნდეს სამეულში, მან უნდა მოახერხოს ის, რაც შეძლეს უკრაინამ და მოლდოვამ – გამოცვალოს ხელისუფლება, ჩამოაშოროს ოლიგარქი მართვას, გაანეიტრალოს რუსული გავლენა.

თეგები: მიხეილ სააკაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები
ახალი ამბები

კრიპტოს გამოყენება ყოველდღიურ ცხოვრებაში: გადახდები, გადარიცხვები და ციფრული აქტივები

14:32 01-14-2026
ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის
ახალი ამბები

ახალი პორტალი საზღვაო კურორტების უძრავი ქონების ძებნისთვის

13:49 01-14-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved