ვაჟა-ფშაველას გამზირზე ოპოზიციისა და სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს.
აქციის მონაწილეები ითხოვენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მრავალპროფილურ კლინიკაში გადაიყვანონ და სათანადო სამედიცინო დახმარება აღმოუჩინონ.
როგორც გუშინდელ ბრიფინგზე ენმ-ს თავმჯდომარემ ნიკა მელიამ განაცხადა, აქციები პერმანენტული იქნება და იქამდე გაგრძელდება, სანამ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეში იქნება.
კომენტარები