• რეკლამა
  • კონტაქტი
21:49, ორშაბათი, 15 სექტემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის პენალტი ივანიშვილ-ბოკერიას – რატომ დუმს და რისთვის ემზადება ექსპრეზიდენტი?

ალია ავტორი - ალია
17:55 07-09-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე 4 თვით ადრე, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დიდი არეულობაა და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის პარტია ახალ პოლიტიკურ გადათამაშებებს იწყებს. არჩევნებამდე ოპოზიციურად განწყობილი ქართველი ამომრჩეველი, „ნაციონალური მოძრაობის“ მეთაურობით, ,,ფართო პოლიტიკური ძალების კონსესუსის“ შედეგად, ახალ კოალიციას იხილავს. “2020NEWS”-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, ახალ კოალიციაში, ამ ეტაპის მონაცემებით, სამვარსკვლავიანი გენერალ-ლეიტენანტი დევი ჭანკოტაძე – მისი ახალი პარტია და „რესპუბლიკური“ პარტია გაერთიანდებიან.

სავარაუდოდ, ახალი პოლიტიკური კოალიცია ჩაანაცვლებს უკვე არსებულ „ძალა ერთობაშიას“ და დომინანტის ფუნქციას „ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ თავზე აიღებს.  სად წავლენ ძველი ერთობის წევრები, უცნობია.

როგორც პოლიტიკური კულუარებიდან ირკვევა, „ნაციონალური მოძრაობის“ სულისჩამდგმელი და საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაწყვეტი არჩევნებისთვის  ოპოზიციური განწყობებითა და კერძოდ – „ძალა ერთობაშიას“ რეიტინგით უკმაყოფილია. ასევე უკმაყოფილოა, ლეიბორისტების პარტიის ოფისში შეკრებილი ოპოზიუციის თამაშებით, რა თამაშებშიც, სააგენტოს ექსკლუზიური ინფორმაციით, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერიაა დომინატი ფიგურა.

„2020NEWS” უკვე წერდა, რომ, სწორედ ბოკერია ამაგრებს ამ ფლანგს და არც მეტი და არც ნაკლები, თავად მმართველ ოლიგარქთან აგვარებს საქმეებს, თუ რომელი პარტია  რა პროცენტს „მიიღებს“ 2020-ის არჩევნების შემდეგ, რასაც „კანონი და სამართალის“ ლიდერი თაკო ჩარკვიანიც ღიად ადასტურებს სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში.

ამჟამად მდუმარე სააკაშვილი ხვდება, რომ საპარლამენტო არჩევნებისთვის „ძალა ერთობაშია“ არ მისცემს ისეთ პოლიტიკურ წონას, რის საფუძველზე მმართველ პარტიას – „ქართულ ოცნებას“ არჩევნებში ძლიერ ოპონირებას გაუწევს.

ამასთანავე, ჩვენი ექსკლუზიური ინფორმაციით, „ძალა ერთობაშიას“ კონკრეტული პოლიტიკური ლიდერების ერთგვარი ამბიციები მიუღებელი აღმოჩნდა ყველაზე დიდი ელექტორატის მქონე ოპოზიციური პაარტიისა და მისი უკრაინაში გადაბარგებული ლიდერისთვის.

საპრეზიდენტო არჩევნებისთვის შექმნილ კოალიციაში ურთიერთობების დაძაბვის მთავარი  მოტივატორი „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის პრემიერობის სურვილის გარდა, „კანონი და სამართლის“ დამფუძნებლის, თაკო ჩარკვიანის მხრიდან საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატობაც გახდა კიდევ ერთი მიზეზი, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერშიფი დღემდე უკმაყოფილოა. მთავარ ოპოზიციურ პარტიასთან გაერთიანებულ კოალიციას, როგორც ჩანს, პოლიტიკურად „წყალი შეუდგა“.

ახალ კოალიციაზე, პოლიტიკურ კონფიგურაციებზე, თაკო ჩარკვიანის კანდიდატობასა და სხვა მნიშვნელოვან სამომავლო ჩანაფიქრებზე “2020NEWS” „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ხატია დეკანოიძეს ესაუბრა.

– როგორც ცნობილი ხდება,  „ნაციონალური მოძრაობა“ თაკო ჩარკვიანს საბურთალოს სამაჟორიტარო ოლქში როგორც მაჟორიტ კანდიდატს მხარს არ უჭერს. შეგიძლიათ, დაგვიდასტუროთ ან უარყოთ აღნიშნული ინფორმაცია?

–  პირდაპირ გეტყვით, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად ამ კანდიდატურის გარშემო ეს იდეა არ განხილულა ამიტომ, სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის იყო სიურპრიზი,  რადგან ცალკე, ამ კუთხით, ჩვენ ერთად არ გვიმსჯელია.

ვინაიდან ჩვენ ერთობა გვაქვს, ალბათ, უფრო უპრიანი იქნებოდა,  გვემსჯელა ერთიან კანდიდატზე და ეს ამბავი რაღაც სიურპრიზივით დაგვხდა. შესაბამისად, ვისმჯელებთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ ზოგადად პოლიტიკურ პარტნიორობაზეა საუბარი, ერთმანეთისგან წინ რაღაც სიურპრიზები არ დაგხვდეს.

– თაკო ჩარკვიანიმა და გიორგი ვაშაძემ შესაძლო ახალი კოლაციის შექმნა დააანონსეს, ამასთან დაკავშირებით, რა შეგიძლიათ, რომ თქვათ?

– ამასთან დაკავშირებით, არა მაქვს ინფორმაცია, ესეც პრესაში გაჟღერებული ინფორმაციიდან ვიცი, რომელთან დაკავშირებითაც, ჩვენ არ გვქონდა ინფორმაციები ამიტომ, ჯერჯერობით, ვერაფერს გეტყვით კონკრეტულს, თუ რა სახის კოალიციას გეგმავენ ვაშაძე-ჩარკვინი.

– „ნაციონალური მოძრაობა“ კოალიციის სახით გაფართოებას გეგმავს, როგორი ტიპის გაფართოება იქნება ეს , ვინ შეიძლება ვიხილოთ ახალ პოლიტიკურ კოალიციაში?

– რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით კოალიციის მომხრენი, ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გვქონდა ღია კარები იმ ძალებისათვის, რომლებსაც ნამდვილად სურდათ ბიძინა ივანიშვილის დამარცხება. მსჯელობა ახლაც მიმდინარეობს, ასევე კონსულტაციებიც ახალ კოალიციასთან დაკავშირებით.  კონკრეტული ინფორმაციები აუცილებლად გვექნება, მაგრამ ვფიქრობ, რომ უფრო ფართო პოლიტიკური ძალების კონსესუსი შეიძლება ვიხილოთ.

– კოალიციაში ვიხილავთ თუ არა გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებსა და ასევე სხვა პარტიებსაც?

– ჯერჯერობით, საბოლოო სახე არ აქვს მიცემული, ვინ იქნება „ძალა ერთობაშია“-დან, ვინ არ იქნება, ესეც განსახილველია. პარტიამ უნდა გადაწყვიტოს და პარტიის პოლიტიკურმა საბჭომ, ასე ცალკეულ გადაწყვეტილებას ვერც „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლები ცალკე თვითონ ვერ მიიღებენ და ვერც ცალკეული პოლიტიკური ლიდერები.

ჩვენ გვაქვს დიდი ცოცხალი ორგანიზმი, ეს არის პარტია და მისი პოლიტიკური საბჭო ამიტომ, ვნახოთ, მაგრამ „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი პოლიტიკური კონსესუსის მომხრეა.

2020 ნიუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025
პირადი: 150 მილიონის მიტაცება, “მკვლელი მატარებლები” – უსაფრთხოების დარღვევა და მასშტაბური კორუფცია “რკინიგზაში” – გია ყრუაშვილის სკანდალური, ექსკლუზიური ინტერვიუ
ახალი ამბები

“ზუსტად ასე დაწერეთ, “რკინიგზამ”, ჩემი ავადმყოფი შვილი, გაწირა სასიკვდილოდ” – გია ყრუაშვილი

14:56 08-20-2025
“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ
ახალი ამბები

“მკვლელი მატარებლები” – “ვაცხადებ როგორც ვეტერანი რკინიგზელი, – ამ მატარებლებით მგზავრობა სერიოზული საფრთხეა” – გია ყრუაშვილის სკანდალური ინტერვიუ

05:22 08-20-2025
„რასაც ივანიშვილი ახლა აკეთებს, ამ ლოგიკით ხდება… ბიძინას სხვა გათვლა აქვს“ – ბაბუნაშვილი
ახალი ამბები

„ბიძინა თურმე ამბობდა – ვინ უნდა შემცვალოს, ვინ? ვის აქვს ჩემდენი ფული?… არადა, 60 მილიარდ ევროზე იყო ლაპარაკი… ამიტომ ბიძინამ ჩემთან დაკავშირებით ნევროზი აიკიდა და განადგურება გადაწყვიტა“

20:20 07-16-2025

ბიზნესი

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა
ახალი ამბები

PSP რეკლამის ყოველწლიურ საერთაშორისო ფესტივალზე “Ad Black Sea 2025“ 18 ჯილდოს მფლობელი გახდა

16:13 09-15-2025
თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ლადო ალექსი-მესხიშვილის წიგნი გამოიცა

15:40 09-15-2025
ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი
ახალი ამბები

ალტიჰატი- ალპური ქოხი ზღვის დონიდან 3014 მეტრ სიმაღლეზე – თიბისი

15:07 09-15-2025
„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა
ახალი ამბები

„პეტროკას ენერჯი ჯგუფის“ აქციონერთა სტრუქტურაში ცვლილებები განხორციელდა

13:12 09-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved