• რეკლამა
  • კონტაქტი
00:08, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები, სავარაუდოდ ცხადი ხდება მისი საქართველოში შემოპარვის ერთ-ერთი მიზეზი – უკრაინის ციხეს ქართული ბევრად სჯობს – გია გაბრიჭიძე

ალია ავტორი - ალია
12:02 11-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
47

მიხეილ სააკაშვილის შესახებ უკრაინის ყოფილი გენერალური პროკურორის იური ლუცენკოს შეფასებებს, რომელიც მან „იმედი LIVE“ -ის ეთერში გააკეთა, ექსპერტი გია გაბრიჭიძე ეხმაურება. 

„სააკაშვილის მიერ ჩადენილ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში. გაბრიჭიძე ასევე აღნიშნავს, რომ ახლა ნათლად ჩანს სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის მიზეზი, რადგან უკრაინის ციხეს ქართული სჯობს. „თაღლითი ნარცისის ვნებანი. „იმედი ლაივში“ უკრაინის ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა მიხეილ სააკაშვილის შესახებ ისაუბრა.

„როდესაც მივიღეთ აუდიოჩანაწერი, რომელშიც ჩანდა, რომ პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ ჩვენს ქვეყანაში მოწვეულმა სააკაშვილმა ურთიერთობა დაამყარა მოსკოვში გაქცეულ ოლიგარქ კურჩენკოსთან და თანხის სანაცვლოდ დაჰპირდა, რომ იანუკოვიჩის ხალხის წინააღმდეგ აღძრული საქმეები დაიხურებოდა მას შემდეგ, რაც დაემხობოდა ხელისუფლება. გარდა ამ საუბრებისა, ჩვენ დავაფიქსირეთ თვითონ თანხის გადაცემა, რომელიც უკრაინაში შუამავლებმა ჩაიტანეს. ეს თანხა არჩეული ხელისუფლების დასამხობად იქნებოდა გამოყენებული. ამ დროს უკრაინა რუსეთს ეომებოდა“, სააკაშვილის მიერ ჩადენილ ამ და კიდევ უამრავ დანაშაულზე უკრაინაში აღძრულია სისხლის სამართლის საქმეები ყოფილი პრეზიდენტისა და ყოფილი გუბერნატორის მიმართ. სავარაუდოდ ცხადი ხდება მისი საქართველოში შემოპარვის ერთ-ერთი მიზეზი, რადგანაც უკრაინის ციხეს, ქართული სასჯელაღსრულების დაწესებულება ბევრად სჯობს“, – წერს გია გაბრიჭიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved