• რეკლამა
  • კონტაქტი
01:27, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის ხელისუფლების ყველაზე მთავარი პრობლემა აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრი რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ აღმოჩნდა – თუთბერიძე მერაბიშვილზე

ალია ავტორი - ალია
12:02 01-07-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,339

სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ყველა სამინისტროს, გარდა ერთი უწყებისა – თავდაცვის სამინისტროსი, აღმოჩნდა ან რუსული სპეცსამსახურების მართული, ან როგორც მინიმუმ, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენა ის, რასაც ის აკეთებდა საქართველოში, – ამის შესახებ თეა თუთბერიძემ ტვ „ჯორჯიან თაიმსის“ ეთერში, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრ ვანო მერაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილმა იცოდა და არა მხოლოდ იცოდა, ის უშუალოდ მონაწილეობდა მესხელის ხელით იმ ვიდეოსტუდიების მოწყობაში და იმ [ციხის] კადრების შექმნაში. აქვე თუთბერიძე აღნიშნავს, რომ როდესაც იგი პრეზიდენტის უფლებამოსილი პირი იყო და შედიოდა დახურული ტიპის დაწესებულებებში, არ ახსენდება, რომ მისი ციხეში შესვლა ვანო მერაბიშვილს გამოჰპარვოდა.

თეა თუთბერიძის თქმით, ამ მიმართულებით მუშაობს და ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს შესთავაზებს.

„სამწუხაროდ, ჩვენ აღმოვჩნდით მდგომარეობაში, როდესაც ყველაზე გავლენიანი მინისტრი ქვეყანაში, რომელიც ფაქტობრივად მართავდა ყველა სამინისტროს, გარდა ერთი უწყებისა – თავდაცვის სამინისტროსი, ძალიან რთულია მტკიცებულებების გარეშე ამ ყველაფერზე საუბარი და მე აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას ამ მიმართულებით და ამ წუთშიც ვმუშაობ, ერთ-ერთი მიმართულება ალბათ ჩემი ეს არის, რომ აღმოჩნდა ან რუსული სპეცსამსახურების მართული, ან როგორც მინიმუმ, რუსულმა სპეცსამსახურებმა გამოიყენა ის, რასაც ის აკეთებდა საქართველოში. არ ვგულისხმობ პატრულის წარმატებულ რეფორმას. დიახ, ვანო მერაბიშვილზე ვსაუბრობ და ჩვენ ახლა რამდენიც არ უნდა მოვიტყუოთ თავი, მე პირველივე დღეებიდან ვსვამდი შეკითხვებს სხვათა შორის, როდესაც ის კადრები, რომელიც გავრცელდა, ვგულისხმობ ციხის კადრებს, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი მთავარი კოზირი აღმოჩნდა არჩევნების წინ 2012-ში. მე ვიყავი ადამიანი, რომელიც შედიოდა დახურული ტიპის დაწესებულებებში, ვიყავი პრეზიდენტის უფლებამოსილი პირი და არ მახსოვს არასოდეს, ჩემი ციხეში შესვლა ვანო მერაბიშვილს გამოჰპარვოდა. ის ურეკავდა ხოლმე გარკვეულ საერთო მეგობრებს, კვირაში რამდენი დღე და რამდენი საათი შეიძლება იყოს თეა ციხეში. ეს არ იყო მისი საქმე, მაგრამ ხუმრობით, ასე ვთქვათ. რისი თქმა მინდა, მან იცოდა და არა მხოლოდ იცოდა, ის უშუალოდ მონაწილეობდა მესხელის ხელით იმ ვიდეოსტუდიების მოწყობაში და იმ [ციხის] კადრების შექმნაში. ეს არის სერიოზული ბრალდება, მე ვარ ადამიანი, რომელიც შესთავაზებს ვანო მერაბიშვილს ამ საკითხთან დაკავშირებით ინტერვიუს ჩემი კვლევის ფარგლებში, იმიტომ რომ ჩვენ თუ საბოლოოდ არ დავადგინეთ, რა მოხდა საქართველოში, ისე ცალსახად რომ ვილაპარაკოთ ახლა, რომ რუსეთის ინტერესები, რა თქმა უნდა რუსეთის ინტერესები საქართველოში კი არა, ამერიკაში საპრეზიდენტო არჩევნებში გამოიკვეთა და ამაზე საუბრობს მსოფლიო. რა თქმა უნდა, რუსეთის ინტერესები არის ძალიან ბევრ ქვეყანაში, იქნებოდა, იქნება და არის საქართველოში, მაგრამ ყველაზე მთავარი პრობლემა სააკაშვილის ხელისუფლების აღმოჩნდა ის, რომ ყველაზე გავლენიანი მინისტრი აღმოჩნდა რუსული სპეცსამსახურების კონტროლის ქვეშ. ეს არის ყველაზე დიდი პრობლემა, ეს არის საკითხი, რომელზეც მე აუცილებლად მექნება მცდელობა, ვანო მერაბიშვილისგან მივიღო პასუხები და ეს არის საკითხი, რომელზეც ჩვენ უნდა დავფიქრდეთ სამომავლოდ, ხვალ და ზეგ“ – განაცხადა თეა თუთბერიძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია
ახალი ამბები

Euromoney Markets Awards – თიბისი საქართველოში ობლიგაციების ბაზრის საუკეთესო ბანკია

14:19 10-21-2026
National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს
ახალი ამბები

National Geographic საქართველო ძაღლების სამყაროს საიდუმლოებებს ახალ სპეციალურ გამოცემაში გვიამბობს

12:11 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved