• რეკლამა
  • კონტაქტი
05:48, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

სააკაშვილის დაკავებით ხელისუფლებამ დაუშვა როგორც დემოკრატიული, ასევე პოლიტიკური შეცდომა – ჯონ ჰერბსტი

ალია ავტორი - ალია
19:08 10-03-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
48

სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება იყო პოლიტიკური აქტი და მე ვფიქრობ, რომ მისი დაკავებით საქართველოს ხელისუფლებამ დაუშვა როგორც ეთიკური და დემოკრატიული შეცდომა, ასევე – პოლიტიკურიც – აცხადებს ატლანტიკური საბჭოს ევრაზიის ცენტრის დირექტორი, აშშ-ის ყოფილი ელჩი უკრაინაში ჯონ ჰერბსტი.

“მთავარის” ვაშინგტონის ბიუროსთან საუბარში ჰერბსტი ქართული დემოკრატიის უკუსვლაზე საუბრობს:

ჩვენ ვხედავთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ცდილობს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მის უკრაინაში დაბრუნებას.

ადამიანები შეერთებულ შტატებში, განსაკუთრებით კონგრესში, რომლებიც „საქართველოთი გადაღლაზე“ საუბრობენ არ გულისხმობენ თქვენი ქვეყნისადმი ამერიკის ნაკლებ ყურადღებას, რადგან ამერიკას ბევრი შიდა პრობლემები აქვს, არამედ ამ ტერმინში ისინი მოიაზრებენ მინიმუმ ქართული დემოკრატიის პროგრესის არარსებობაზე და მე ვიტყოდი ასევე დემოკრატიის უკუსვლაზეც. ამის გამო არსებობს იმედგაცრუება, რადგან წლების მანძილზე ისინი საქართველოს ხედავდნენ, როგორც ნათელ მაგალითს პატარა ქვეყნისა პოსტ-საბჭოთა სივრციდან, რომელმაც ბევრს მიაღწია. ახლა კი ისინი ხედავენ ქვეყანას, რომელიც აღარ პროგრესირებს ისე, როგორც წლების წინ.” ამბობს  ჯონ ჰერბსტი.

ჰერბსტი “მთავარ არხთან” საუბარში  2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებსაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არჩევნები უკიდურესი დაძაბულობის ფონზე ჩატარდა.

მისივე თქმით, დაძაბულობის ფონი 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლამ და მიხეილ სააკაშვილის დაკავებამ შექმნა: 

“გავეცანი საერთაშორისო გამჭვირვალობისა და სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციების განცხადებებს და ვიცი, რომ არჩევნების დღეს დაფიქსირდა 100-მდე საარჩევნო დარღვევა. მე არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ვისაუბრო ეს დარღვევები არის თუ არა საკმარისი არჩევნების არალეგიტიმურად მიჩნევისთვის, თუმცა ეს ისაა, რაზეც მინიშნება უნდა გაკეთდეს. თქვენი არჩევნები ჩატარდა უკიდურესი დაძაბულობის ფონზე, რაშიც ვგულისხმობ 19 აპრილის შეთანხმებიდან ქართული ოცნების გასვლას, რაც სამწუხარო ფაქტი იყო, და დაძაბულობის მეორე მიზეზი იყო მიხეილ სააკაშვილის დაკავება. ქართული ოცნების მიერ, ევროკავშირის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ანულირება იყო შეცდომა და არადემოკრატიული ნაბიჯი და თუ ჩვენ მსგავსს კიდევ ერთხელ ვნახავთ თუკი ოცნება უარს იტყვის რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაზე შეთანხმებული ბარიერის მიუღწევლობის შემთხვევაში, ეს ნამდვილად არ იქნება კარგი – ამბობს  ჯონ ჰერბსტი “მთავარის” აშშ-ს ბიუროსთან საუბარში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved